1. კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსის (შემდგომში –
კოდექსი) მიზანია კომერციული ბანკებისათვის კორპორაციული მართვის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა, რამდენადაც ეფექტური და ჯანსაღი კორპორაციული მართვა ბანკებში ხელს უწყობს საბანკო სექტორის და ზოგადად, ფინანსური სექტორის ეფექტურ ფუნქციონირებასა და მდგრადობას.
2. კოდექსში მოცემული მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკისა და უცხოური ბანკების ფილიალების ან შვილობილებისათვის (შემდგომში –
ბანკი). იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე კოდექსი არ აწესრიგებს კორპორაციული მართვის შესახებ გარკვეულ საკითხს, ბანკმა, საქართველოს ეროვნულ ბანკთან (შემდგომში –
ეროვნული ბანკი) შეთანხმებით, უნდა იხელმძღვანელოს ამ კუთხით არსებული საუკეთესო მოწინავე პრაქტიკით. ამასთან, კორპორაციული მართვის სტანდარტებთან უფრო მაღალი შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, ბანკს შეუძლია, იხელმძღვანელოს უფრო მკაცრი მოწინავე პრაქტიკით. კორპორაციული მართვის კუთხით საუკეთესო მოწინავე პრაქტიკა არ შემოიფარგლება, თუმცა, მოიცავს საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, დიდი ბრიტანეთის საფონდო ბირჟისა და სხვა მოწინავე კორპორაციული მართვის სტანდარტებსა და პრინციპებს.
3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ბანკის სისტემურობის, რისკის პროფილის, საქმიანობის მასშტაბების, მფლობელობის სტრუქტურისა თუ სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით, ბანკ(ებ)ს დაუდგინოს კორპორაციული მართვის განსხვავებული ან ინდივიდუალური მოთხოვნები. გარკვეულ შემთხვევებში, განსხვავებული ან ინდივიდუალური მოთხოვნის დაწესების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა, ბანკს მოსთხოვოს შესაბამისი დასაბუთების/ინფორმაციის წარმოდგენ