ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლება ძალადაკარგულად მიიჩნევა:

ა) კონკურსისა და აუქციონის პირობების უხეში დარღვევისას;

ბ) პრეტენდენტის მიერ ლიცენზიის პირობებით გათვალისწინებულ გადასახადსა და მოსაკრებელზე უარის თქმისას;

გ) საქართველოს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისას;

დ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზიის პირობების უკანონო ლიბერალიზაციის მიზნით გარიგების ფაქტის დადგენისას;

ე) რომელიმე პრეტენდენტისათვის უკანონო შეღავათების მინიჭებისას;

ვ) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევისას;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლების არსებობისა