1. გარდაბნის აღკვეთილის ტერიტორიაზე ცხოველთა სამყაროს დაცვა ხორციელდება განსაზღვრული რეჟიმის შესაბამისად – „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ცხოველთა სამყაროს დაცვის მოთხოვნათა საფუძველზე.
2. გარდაბნის აღკვეთილის ტერიტორიის მართვადი დაცვის ზონაში აკრძალულია ნადირობა და აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობა.
3. გარდაბნის აღკვეთილის ტერიტორიის ტრადიციული გამოყენების ზონაში სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელების ფარგლებში საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების სახეობათა გადარჩენის, გენოფონდის რეზერვატის შექმნა ან ვეტერინარული მიზნით გარეული ცხოველების დაჭერა ხორციელდება „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ და საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
4. მკაცრი კონტროლის პირობებში დაშვებულია სპორტული და სამოყვარულო თევზჭერა.
დანართი 8
ტექნიკური რეგლამენტი - კოლხეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წე