1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი, მათ შორის სხვა სახელმწიფოსიც, საკუთრების ფორმის განურჩევლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე სუბიექტი არ შეიძლება იყოს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო დაწესებულება და მუნიციპალიტეტის ორგანო, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. ნადირობის უფლება ეძლევა ფიზიკურ პირს, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და აქვს ნადირობისათვის აუცილებელი იარაღის ფლობის ნე
ბართვა.
4. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე იყენებს ლიცენზიაში ჩამოთვლილ ყველა უფლებას და პასუხს აგებს მისი პირობების დაცვაზე.
საქართველოს 2020 წლის
15 ივლისის
კანონი №6934
- ვებგვერდი, 28.07.2020