დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 28.09.2021
საქმის ნომერი
2კ-688აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.09.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100120003966592

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №688აპ-21 ქ. თბილისი

მ-ა ზ, 688აპ-21 28 სექტემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 მარტის განაჩენით ზ. მ--ა, - დაბადებული 1--- წლის 14 თებერვალს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ზ. მ-ას სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 11 აგვისტოდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. მ-ამ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2020 წლის 8 აგვისტოს წ–ი, ზ-ს ქუჩაზე, საავტომობილო გზაზე, საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ. მ-ამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე არასრულწლოვან შვილს - 15 წლის დ. ს-ს მარჯვენა გაშლილი ხელი ერთხელ დაარტყა სახის არეში, რა დროსაც დ. ს-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.2. 2019 წლის ზაფხულში წ-ი, ზ-ს ქუჩა N----ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ზ. მ-ამ თავისი არასრულწლოვანი შვილის - 15 წლის დ. ს-ის თანდასწრებით დედას - თ. ს-ს მარჯვენა გაშლილი ხელი ორჯერ დაარტყა სახის არეში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.3. 2020 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე, წ–ი, ზ-ს ქუჩა N----ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ზ. მ-ა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თავის არასრულწლოვან შვილს - 15 წლის დ. ს--ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, გამოეკიდა მას ნაჯახით ხელში და უყვირა, რომ სახლში დაწვავდა, მოკლავდა და არ აცოცხლებდა, რაც დ. ს-მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის შემსუბუქების კუთხით.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ივნისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

4.1. ზ. მ--ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ზ. მ-ას შეეფარდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეუმცირდა 1/4-ით და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ზ. მ-ას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 11 აგვისტოდან.

5. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჯაბუამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ზ. მ-ასათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება, რადგან გამოყენებული სასჯელის ზომა აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ზ. მ-ამ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები.

3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას მსჯავრდებულ ზ. მ-ასათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ და მიაჩნია, რომ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების (ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელიც აღიარა და მოინანია, მისი წარსული არაფრითაა შებღალული, ხასიათდება დადებითად, შერიგებულია დაზარალებულთან, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას) მხედველობაში მიღებით, სასჯელის დამძიმების საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია.

4. რაც შეეხება მსჯავრდებულ ზ. მ-ასათვის შეფარდებულ სასჯელს, წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება შემდეგი:

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის 10 ივნისს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით მიზანშეწონილად მიიჩნია მსჯავრდებულ ზ. მ-ას მიმართ დადგენილი სანქციის ფარგლებში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული საბოლოო სასჯელის, სსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, 1/4-ით შემცირება. შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულ ზ. მ-ასათვის სასჯელი დანიშნულია საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით, რაც სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ასევე შემცირებულია ერთი მეოთხედით.

6. საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია, საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე. სასამართლო უფლებამოსილია, დანიშნული სასჯელი ზეპირი მოსმენის გარეშე შეამციროს არაუმეტეს ერთი მეოთხედით.

7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილი გულისხმობს არა მარტო იმ გარემოებას, რომ დანიშნული სასჯელი შემცირდეს, არამედ იმას, რომ დანიშნული სასჯელის შემცირება არ უნდა მოხდეს ერთ მეოთხედზე მეტით.

8. საკასაციო სასამართლო მსჯავრდებულ ზ. მ-ასათვის შეფარდებულ სასჯელთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი საჭიროებს შესწორებას, ვინაიდან სასჯელთა შთანთქმის შემდეგ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება ეწინააღმდეგება ზოგადად სასჯელთა დანიშვნის პრინციპს.

9. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მოსახდელი სასჯელის დანიშვნით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს სასჯელის სახე, ზომა და სასჯელის მოხდის ვადის დაწყება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესი ეხება იმ შემთხვევას, როცა ხდება პირის ერთი მუხლით მსჯავრდება. რამდენიმე მუხლით პირის მსჯავრდების შემთხვევაში სასამართლომ სასჯელი უნდა დანიშნოს ცალკეული მუხლით, საჭიროებისას გამოიყენოს ამნისტია თუ სხვა საშეღავათო პირობა (მათ შორის საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლი) და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იმსჯელოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლზე. გასაჩივრებულ განაჩენში სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ზ. მ-ასათვის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით საბოლოოდ დანიშნული სასჯელი შეამცირა ერთი მეოთხედით, მაშინ, როდესაც ცალკეული მუხლებით დანიშნული სასჯელები უნდა შეემცირებინა და შემდეგ ემსჯელა შთანთქმის პრინციპის გამოყენებაზე.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, მსჯავრდებულ ზ. მ-ასათვის დანიშნული საბოლოო სასჯელის - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის კანონიერებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან იგი სრულად შეესაბამება დანაშაულის ქმედების ხასიათსა და მის პიროვნებას, თუმცა სასჯელთა დანიშვნის წესი საჭიროებს შესწორებას, კერძოდ: მსჯავრდებულ ზ. მ--ასათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა შემცირდეს ერთი მეოთხედით, ასევე სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შემცირდეს ერთი მეოთხედით, ხოლო სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის შემცირება ვერ მოხდება, ვინაიდან დანიშნულია ამ მუხლით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, კერძოდ: ზ. მ-ა ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ უნდა შთანთქას სხვა, ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ზ. მ-ას საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

12. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ზ. მ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 1 (ერთი) წლით, 1 (ერთი) თვითა და 15 (თხუთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქას სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ზ. მ-ას საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

5. მსჯავრდებულ ზ. მ-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2020 წლის 11 აგვისტოდან;

6. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი