(1) ნებისმიერი მითითება ამ სახელმწიფოში ჩვეულებრივი საცხოვრებელ ადგილზე განიხილება როგორც მიკუთვნებული ტერიტორიულ ერთეულში ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილს;
(2) ნებისმიერი მითითება ბავშვის ყოფნაზე ამ სახელმწიფოში განიხილება როგორც მიკუთვნებული ყოფნასთან ტერიტორიულ ერთეულში;
(3) ნებისმიერი მითითება ბავშვის ქონების მდებარეობაზე ამ სახელმწიფოში განიხილება როგორც მიკუთვნებული ბავშვის ქონების მდებარეობას ტერიტორიულ ერთეულში;
(4) ნებისმიერი მითითება სახელმწიფოზე, რომლის მოქალაქეც არის ბავშვი, განიხილება როგორც ამ სახელმწიფოს სამართლით განსაზღვრული მიკუთვნებული ტერიტორიულ ერთეულს ან, სათანადო ნორმების არარსებობის შემთხვევაში, ტერიტორიულ ერთეული, რომელთანაც ბავშვს აქვს ყველაზე უფრო მჭიდრო კავშირი;
(5) ნებისმიერი მითითება სახელმწიფოზე, რომლის ორგანოებშიც არის განცხადება ბავშვის მშობლების განქორწინების, ცალ-ცალკე ცხოვრების ან მათი ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ, განიხილება როგორც მიკუთვნებული ტერიტორიულ ერთეულს, რომლის ორგანოებშიც არის ასეთი განცხადება;
(6) ნებისმიერი მითითება სახელმწიფოზე, რომელთანაც ბავშვს აქვს არსებითი კავშირი, განიხილება როგორც მიკუთვნებული ტერიტორიულ ერთეულს, რომელსაც ბავშვს აქვს ასეთი კავშირი;
(7) ნებისმიერი მითითება სახელმწიფოზე, რომელშიც ბავშვი გადაადგილებული ან დაკავებულია, განიხილება როგორც მიკუთვნებული შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს, სადაც ბავშვი გადაადგილებული ან დაკავებულია;
(8) ნებისმიერი მითითება ამ სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოებისგან განსხვავებული ორგანიზაციებზე ან ორგანოებზე, განიხილება როგორც მიკუთვნებული შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში ქმედების განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანოებს ან ორგანიზაციებს;
(9) ნებისმიერი მითითება სამართალზე ან წარმოებაზე, ან სახელმწიფოს ორგანოზე, სადაც მიიღება რაიმე ზომა, განიხილება როგორც მიკუთვნებული სამართალს ან წარმოებას ან ტერიტორიული ერთეულის ორგანოს, სადაც მიიღება ასეთი ზომა;
(10) ნებისმიერი მითითება სამართალზე ან წარმოებაზე, ან მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ორგანოზე, განიხილება როგორც მიკუთვნებული სამართალს ან წარმოებას, ან ტერიტორიული ერთეულის ორგანოს, რომელშიც შეტანილია განცხადება აღიარების ან აღსრულების შესახე