1. ეს ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს ბაზარზე ხელმისაწვდომი გაზომვის საშუალებების დაპროექტებისა და წარმოების მოთხოვნებს საზოგადოებრივი ინტერესის, მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების, წესრიგისა და გარემოს დაცვის, გადასახადებისა და მოსაკრებლების დაწესების და სამართლიანი ვაჭრობის უზრუნველყოფის მიზნით.
2. ეს ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება შემდეგ გაზომვის საშუალებებზე:
ა) წყლის ხარჯმზომები;
ბ) გაზის (აირის) მრიცხველები;
გ) ელექტროენერგიის მრიცხველები;
დ) თერმული ენერგიის მრიცხველები;
ე) ხარჯის საზომი საშუალებებისათვის (სისტემებისათვის), რომლებიც გამოიყენება სითხეებისათვის წყლის გარდა;
ვ) ავტომატური აწონის საშუალებები (ავტომატური სასწორები);
ზ) ჭურჭელში (ცისტერნა, ავზი და სხვა) სითხის დონის მზომები (მატერიალური საზომები);
თ) სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვი აირის ანალიზატორებ