1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გაზომვის საშუალება – ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნებისმიერი მოწყობილობა ან სისტემა გაზომვის ფუნქციით;

ბ) შემადგენელი ნაწილი – ნებისმიერი მატერიალური მოწყობილობა, რომელიც ასეთად მოხსენიებულია გაზომვის საშუალებების სპეციფიკურ დანართებში, რომელიც ფუნქციონირებს დამოუკიდებლად და ქმნის გაზომვის საშუალებას სხვა შემადგენელ ნაწილებთან ერთად, რომლებთანაც ის არის თავსებადი ან გაზომვის საშუალებასთან ერთად, რომელთანაც ის არის თავსებადი;

გ) ნოტიფიცირებული ორგანო – კანონმდებლობით უფლებამოსილი ან შესაბამისი ფორმით აკრედიტირებული ორგანო, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მიერ (ან სხვა ქვეყნის, რომელსაც ევროკავშირთან გააჩნია სპეციფიკური შეთანხმება) მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, განახორციელოს პროდუქტის ევროკავშირის ჰარმონიზებულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა, მისი ბაზარზე განთავსებამდე. ნოტიფიცირებული ორგანოების ჩამონათვალს აქვეყნებს ევროკომისია;

დ) ნორმატიული დოკუმენტი – საკანონმდებლო მეტროლოგიის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებული ტექნიკური სპეციფიკაციების შემცველი დოკუმენტი;

ე) ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა – გაზომვის საშუალების ნებისმიერი მიწოდება დისტრიბუციისათვის ან მოხმარებისათვის  კომერციული აქტივობის ფარგლებში, სასყიდლის მიღების მიზნით ან უსასყიდლოდ;

ვ) ბაზარზე განთავსება – საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, გაზომვის საშუალების ბაზარზე პირველად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ზ) ბაზრიდან გამოთხოვა – ქმედება, რომელიც მიმართულია გაზომვის საშუალების დაბრუნებისკენ, რომელიც მწარმოებლის ან დისტრიბუტორის მიერ უკვე მიწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი მომხმარებლისათვის;

თ) ბაზრიდან ამოღება – ქმედება, რომელიც მიმართულია გაზომვის საშუალების დისტრიბუციის, მომხმარებლისათვის შეთავაზების ან მიწოდების შეწყვეტისაკენ;

ი) მწარმოებელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აპროექტებს და აწარმოებს გაზომვის საშუალებას და საკუთარი სახელით ან სავაჭრო ნიშნით ახდენს მის  რეალიზებას;

კ) ავტორიზებული წარმომადგენელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მწარმოებლის მიერ წერილობით ავტორიზებულია  მწარმოებლის მიერ, მისი სახელით ან/და სავაჭრო ნიშნით განახორციელოს სათანადო ფუნქციები;

ლ) იმპორტიორი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს  ბაზარზე განათავსებს სხვა ქვეყანაში წამოებულ გაზომვის საშუალებას;

მ) დისტრიბუტორი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი მიწოდების ჯაჭვში (გარდა მწარმოებლისა და იმპორტიორისა), რომელიც უზრუნველყოფს გაზომვის საშუალების ბაზარზე ხელმისაწვდომობას;

ნ) ეკონომიკური ოპერატორი – მწარმოებელი, ავტორიზებული წარმომადგენელი, იმპორტიორი და დისტრიბუტორი;

ო)  ტექნიკური სპეციფიკაცია − დოკუმენტი, რომელი შეიცავს იმ ტექნიკურ მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს გაზომვის საშუალება.

2. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებზე, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტერმინებისა, ვრცელდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ტერმინთა განმარტებებ