1.  ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობა (შემდგომში-გამგეობა) არის ქალაქ თბილისის მერიის ტერიტორიული ორგანო, რომელიც ,,საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონით, ,,ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებისა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტას და ადმინისტრაციული ერთეულის – რაიონის მართვას.

2. გამგეობა შედგება: ქ. თბილისის რაიონის გამგებლის, მისი მოადგილეების, აპარატის უფროსის, რაიონული სამსახურების (განყოფილებების) ხელმძღვანელებისაგან.

3. გამგეობას ხელმძღვანელობს გამგებელი, იგი განსაზღვრავს გემგეობის საქმიანობის მიმართულებებს და ორგანიზებას უწევს მის მუშაობას, ახორციელებს გამგეობის შემადგენლობისა და წევრთა საქმიანობის კოორდინაციას და კონტროლს. გამგეობის საქმიანობისათვის გამგებელი ანგარიშვალდებულია ქ. თბილისის მერის, ქ. თბილისის საკრებულოსა და რაიონის მოსახლეობის წინაშე.

4. გამგეობის საქმიანობის მიმართულებებს და ორგანიზებას, მუშაობის დაგეგმვას, ქ. თბილისის მერის, მთავრობის, გამგეობისა და გამგებლის სამართლებრივი აქტების მომზადების, გაფორმებისა და გამოცემის, გამგეობის სხდომების და თათბირების მომზადებისა და ჩატარების წესს, პროცედურასა და ვადებს განსაზღვრავს გამგეობის რეგლამენტი (შემდგომში-რეგლამენტი).
თავი II
გამგეობის მუშაობის დაგეგმვა და საერთო ორგანიზაცი