1. მთავრობის სხდომას ამზადებს და სხდომაზე მოწვეულ პირებს აღრიცხავს ადმინისტრაცია.
2. მთავრობის სხდომის ორგანიზებისათვის აუცილებელ წინამოსამზადებელ ღონისძიებებს ახორციელებს ადმინისტრაცია, რომელიც ადგენს მთავრობის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, აგრეთვე ურთავს წარმოდგენილ მასალებს.
3. მთავრობის სხდომის ჩატარებამდე არა უგვიანეს 3 დღისა სხდომის დღის წესრიგი თანდართული მასალებით ელექტრონული ან მატერიალური ფორმით გადაეგზავნებათ მთავრობის წევრებს.
4. მთავრობა უფლებამოსილია, სხდომაზე მიიღოს გადაწყვეტილება დღის წესრიგში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონმდებლობის შესაბამისად.
5. მთავრობის სხდომის ჩატარებამდე სულ ცოტა ერთი კვირით ადრე, ადმინისტრაცია აქვეყნებს ინფორმაციას სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის შესახებ, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას - აგრეთვე მისი დახურვის შესახებ.
6. გადაუდებელი აუცილებლობისას, მთავრობა უფლებამოსილია, ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის მე-5 პუნქტში გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში ადმინისტრაცია ვალდებულია, დაუყოვნებლივ გამოაცხადოს სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის შესახებ, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას - აგრეთვე მისი დახურვის შესახებ.
7. გადაუდებელი აუცილებლობისას, მთავრობის სხდომის ჩატარების ან სხდომის დახურვის შემთხვევაში, ადმინისტრაცია ვალდებულია, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში განმარტოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. ადმინისტრაციას რეესტრში შეაქვს სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად გამართული სახელობითი კენჭისყრის შედეგები, აგრეთვე სხდომის ოქმის მონაცემები, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით” დადგენილი წესით.
მთავრობის სხდომის გამართვისა და გადაწყვეტილების მიღების წე