1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა (შემდგომში - მთავრობა) არის კოლეგიური აღმასრულებელი ორგანო, რომელიც საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში - საკრებულო) გადაწყვეტილებების აღსრულებას.

2. მთავრობა შედგება: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერი), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის  მერის მოადგილეების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების (გარდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში შემავალი, კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა) და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონების გამგებლებისგან.

3. მთავრობას ხელმძღვანელობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში - თბილისი) მერი. იგი განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის მიმართულებებს და ორგანიზებას უწევს მის მუშაობას, ახორციელებს მთავრობის წევრთა საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს.

4. მთავრობის სხდომებს თავმჯდომარეობს თბილისის მერი. თბილისის მერის  არყოფნის შემთხვევაში ან მისი დავალებით მთავრობის სხდომებს თავმჯდომარეობს თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) ან ერთ-ერთი მოადგილე.

5. მთავრობის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი ჟ. შარტავას ქ. N