1. მთავრობის სხდომები, როგორც წესი, ღია და საჯაროა. ადმინისტაცია იღებს ზომებს მთავრობის სხდომების საჯაროობის უზრუნველსაყოფად. მთავრობის სხდომა ან მისი ნაწილი შეიძლება დახურულად გამოცხადდეს მთავრობის გადაწყვეტილებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ღია სხდომამ შეიძლება გამოიწვიოს პერსონალურ მონაცემების, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის გამჟღავნება.
2. მთავრობის სხდომას გადამწყვეტი ხმის უფლებით ესწრებიან მთავრობის წევრები. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება მთავრობის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი (მთავრობის სხდომის კვორუმი).
3. მთავრობის სხდომაზე შეიძლება მოწვეული იყვნენ მერიის მოხელეები და თბილისის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წარმომადგენლები. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა, სხვა ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლების, აგრეთვე თბილისის საკრებულოს წევრების სხდომაზე მოწვევის საკითხი მათთან უნდა იქნეს შეთანხმებული.
4. მთავრობის სხდომაზე მთავრობის წევრებისა და მოწვეული პირების დროულ შეტყობინებას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ადმინისტრაცია.
5. მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხისთვის, როგორც წესი, მომხსენებელს ეძლევა დრო 15 წუთამდე, თანამომხსენებელსა და კამათში გამომსვლელთ 5 წუთამდე, ცნობისათვის (განცხადებებისათვის) - 3 წუთამდე. სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საჭიროებისამებრ, მომხსენებელს, თანამომხსენებელს და კამათში გამომსვლელს დამატებით შეიძლება მიეცეს გონივრული დრო