1. საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესები (შემდგომში – წესები) შემუშავებულია „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“, „სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 დეკემბრის №27 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის (შემდგომში – ტექზედამხედველობა) დებულების საფუძველზე.
2. წესების მოქმედება ვრცელდება:
ა) ყველა სახეობის სამრეწველო დანიშნულების ფეთქებად მასალებზე (შემდგომში – ფეთქებადი მასალები);
ბ) ფეთქებადი მასალების ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის მონაწილე ყველა მეწარმე ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირზე;
გ) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებზე, თუ მათი საქმიანობა დაკავშირებულია ფეთქებადი მასალების ბრუნვასთან