1. მუშაობის პროცესში საამფეთქებლო სადგურის პუნქტში დაიშვება მხოლოდ ის პერსონალი, რომელიც უშუალოდ ასრულებს საამფეთქებლო სამუშაოებს, აგრეთვე, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი და პირები, რომლებიც აკონტროლებენ საამფეთქებლო სამუშაოების შესრულებას.

2. საამფეთქებლო სამუშაოების შესრულების პროცესში კავშირისათვის განკუთვნილი რადიოსადგური იდგმება ავტომობილის ძარის სპეციალურ ნაკვეთურში. აკრძალულია ამ ნაკვეთურში ელექტროდეტონატორების შენახვა და გადაზიდვა.

3. ნაკვეთურში, სადაც რადიოსადგურია, დასაშვებია ელექტროსაამფეთქებლო მაგისტრალის გატარება, თუ ელექტრომაგისტრალისათვის გამოყენებულია ორსადენიანი ეკრანირებული კაბელი და ეკრანი წინასწარ დამიწებულია.

4. აკრძალულია საამფეთქებლო და მომენტური მაგისტრალისათვის ან სატელეფონო კავშირისათვის სადენების გამოყენება აპარატურასთან ჩასართავი სპეციალური ჩანგლების გარეშე (შეცდომით ჩართვის თავიდან აცილების მიზნით).

5. საამფეთქებლო პუნქტში ასაფეთქებელი სამუშაოების ჩატარებისას გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ერთი ელექტროსაამფეთქებლო მაგისტრალი.

6. მომენტური მაგისტრალი გარეგნულად თვალნათლივ უნდა განსხვავდებოდეს ელექტროსაამფეთქებლო მაგისტრალისაგან.

7. მდგრად ქანებში გაბურღილი ჭაბურღილები, რომლებიც დამუხტულია საცობის გარეშე, აფეთქების მომენტამდე მუდმივი დაცვის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს.

8. საბურღი ინსტრუმენტების, ლატნების და სხვა საბიძგებელი საგნების გამოყენება ჭაბურღილებში მუხტების ჩასაშვებად აკრძალულია.

9. მუხტების ჩაშვების წინ ჭაბურღილების დაშაბლონება განისაზღვრება პროექტით.

10. თუ მუხტმა ვერ მიაღწია ჭაბურღილის ძირამდე, აუცილებელია მისი უკან ამოღება. თუ ეს შეუძლებელი გახდა, იგი უნდა აფეთქდეს ჩვეულებრივი ხერხით.

11. ერთეული ჭაბურღილების აფეთქებისას, ამფეთქებლის ჭაბურღილის პირთან მისვლის დრო ლიმიტირებული არ არის.

12. აკრძალულია ნამტყუნები ჭაბურღილის გადაბურღვა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნამტყუნები მუხტი აფეთქებულია.

13. წყლის აუზებში სეისმოდაზვერვის სამუშაოების შესრულებისას ფეთქებადი ნივთიერებების გამოყენება დასაშვებია დაინტერესებულ ორგანიზაციებთან  შეთანხმებული სპეციალური პროექტის მიხედვი