1. საამფეთქებლო სამუშაოები ყინულის დამსხვრევისათვის სრულდება ტექნიკური ზედამხედველის ხელმძღვანელობით.
2. თუ სამუშაოები სრულდება ნავიდან, აუცილებელია მომუშავეებს დაურიგდეთ მაშველი ჟილეტები ან დამზღვევი სარტყლები.
3. ყინულის დამსხვრევისას ერთ ამფეთქებელს უფლება აქვს ერთჯერადად მოუკიდოს მხოლოდ 12 ამნთებ მილაკს.
4. მუხტების აფეთქება ხორციელდება შუა მდინარიდან ნაპირებისაკენ, დამრეცი ნაპირიდან სწორი ნაპირისაკენ, მდინარის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით.
5. მცურავი ყინულის ბელტებზე, ჩახერგილ უბნებზე მუხტების ხელით გადასროლა პირდაპირ ნაპირიდან ან დაცული ნაგებობებიდან დასაშვებია გამონაკლის შემთხვევებში. ასეთ სამუშაოს ასრულებს ამფეთქებელი, რომელსაც აქვს ყინულების მსხვრევაზე პრაქტიკული მუშაობის, სულ ცოტა, ორი სეზონის სტაჟი. მუხტები გადაისროლება სათითაოდ. გადასასროლი მუხტების ცეცხლგამტარი ზონრის ან ამნთები მილაკის სიგრძე აიღება არანაკლებ 15 და არა უმეტეს 25 სმ-ისა.
6. წყალქვეშა მუხტებით ყინულის საფარის აფეთქებისას, მუხტები ხვრელებში ჩაიშვება კანაფის ან სხვა მსგავსი საიმედო დასამაგრებელი მასალის საშუალებით. მუხტების უშუალოდ წყალში ჩაშვების წინ დგინდება ხვრელების ზომები. აკრძალულია მუხტების ჩაშვება ლილოებში და ჩანატეხებში (ნაპრალებში).
7. თუ აფეთქებები წარმოებს გემიდან, ფეთქებადი მასალები ამფეთქებელზე გაიცემა გემის კაპიტნის წერილობითი განკარგულებით საამფეთქებლო სამუ-შაოების ხელმძღვანელის განაცხადის საფუძველზე
მუხლი 91. ყინულის აფეთქების სამუშაოები
თავი XXV — დამატებითი მოთხოვნები ყინულის აფეთქებისა და წყალქვეშა საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 83. საამფეთქებლო სამუშაოები ჭაობებში
- მუხლი 84. არხების და თხრილების შექმნა აფეთქებით
- მუხლი 85. შენობა-ნაგებობების, საფაბრიკო მილების ნგრევა და ფუნდამენტების რღვევა
- მუხლი 86. სატყეო სამუშაოები
- მუხლი 87. გაფხვიერების სამუშაოები
- მუხლი 89. საამფეთქებლო სამუშაოები მაგისტრალური მილსადენების დასაცავ ზონებში
- მუხლი 92. წყალქვეშა საამფეთქებლო სამუშაოები
- მუხლი 93. ზოგადი დამატებითი მოთხოვნები ლითონზე საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას
- მუხლი 94. ლითონის და ლითონის კონსტრუქციების მსხვრევა
- მუხლი 95. ცხელი მასივების მსხვრევა
- მუხლი 1. ზოგადი დებულებები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების“, ,,სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დანაკლისის ტექნიკური გამოკვლევისა და აღრიცხვის ინსტრუქციის“, ,,ფეთქებადი მასალების სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და რეგისტრაციის ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 91, №95, 16.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.10.003.000.479 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8668/muxli-91/