1. საწარმოში ფეთქებადი მასალების დანაკლისის შემთხვევაში ხელმძღვანელობისათვის შეტყობინებასა და მუშაკთა მოქმედების წესს განსაზღვრავს საწარმოს ხელმძღვანელი ბრძანებით.
2. საწარმოს ხელმძღვანელმა ფეთქებადი მასალების დანაკლისის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ტექზედამხედველობასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
3. საწარმოს ხელმძღვანელი ვალდებულია მიიღოს ზომები იმ საგნებისა და დოკუმენტების დაცვისათვის, რომლებიც დაკავშირებულია ფეთქებადი მასალების დანაკლისის ფაქტთან; შემთხვევის ადგილზე შეწყვი-ტოს სამუშაოები გამომკვლევი კომისიის მოსვლამდე, გარდა სამუშაოებისა, რომლებიც დაკავშირებულია ფეთქებადი მასალების შემდგომ შესაძლო დანაკარგებთან, ხალხის გადარჩენასა და ავარიის ლიკვიდაციასთან; მიიღოს ზომები ფეთქებადი მასალების მოძიებისა და დაბრუნებისათვის.
4. ტექზედამხედველობის უფროსი საწარმოდან შეტყობინების საფუძველზე ბრძანებით ქმნის ფეთქებადი მასალების დანაკლისის გამომკვლევ კომისიას შემდეგი შემადგენლობით:
ა) ტექზედამხედველობის წარმომადგენელი – თავმჯდომარე;
ბ) საწარმოს პასუხისმგებელი პირი;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი (შეთანხმებით).
5. ფეთქებადი მასალების დანაკლისის გამომკვლევი კომისია ვალდებულია უმოკლეს ვადაში გამოიკვლიოს მომხდარი შემთხვევის გარემოება და გამომწვევი მიზეზები, გამოავლინოს ის პირები, რომლებმაც დაარღვიეს „საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესები“, შეიმუშაოს მომხდარი შემთხვევის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის ღონისძიება და შეადგინოს აქტი (დანართი 1).
6. ფეთქებადი მასალების დანაკლისის შემთხვევის ტექნიკური გამოკვლევის კომისია, ფეთქებადი მასალების შენახვის, ტრანსპორტირების, გამოყენებისა და აღრიცხვის არსებული წესების დარღვევის მიზეზებისა და გარემოებების დადგენის მიზნით ფაქტის თვითმხილველებსა და სხვა პირებს ჩამოართმევს წერილობით ახსნა-განმარტებებს. ყოველ ახსნა-განმარტებასა და ოქმს ხელს აწერენ კომისიის ის წევრები, რომლებმაც მიიღეს ახსნა-განმარტება.
7. ფეთქებადი მასალების დანაკლისის ტექნიკური გამოკვლევის აქტს აუცილებლობის შემთხვევაში თან უნდა ერთვოდეს:
ა) სპეციალისტების მიერ შედგენილი და კომისიის წევრების მიერ დადასტურებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების აქტი და ესკიზი;
ბ) თვითმხილველთა ახსნა-განმარტებები;
გ) ფეთქებადი მასალების დაცვაზე, შენახვაზე, ტრანსპორტირებაზე, გამოყენებასა და აღრიცხვაზე დასაქმებულ პირთა სამედიცინო დასკვნის ასლები, რომლებიც იძლევიან ამ სამუშაოზე მათი დაშვების შესაძლებლობის ნებართვას;
დ) ამონაწერი პროექტიდან, ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების პასპორტებიდან, ადგილობრივი (უწყებრივი) ინსტრუქციებიდან და სახელმძღვანელოებიდან; ფეთქებადი მასალების შემოსავლის, გაცემისა და დაბრუნების წიგნებიდან; აგრეთვე საწარმოს დებულებიდან ქვედანაყოფების შესახებ და მუშაკთა თანამდებობრივი ინსტრუქციებიდან;
ე) ტექზედამხედველობის წარმომადგენელთა მიერ გაცემული აქტების ან მიწერილობების ასლები;
ვ) განწესზედნადებისა და განწეს-საგზურის ასლები;
ზ) საექსპერტო კომისიის ან ექსპერტის დასკვნა;
თ) ცნობა მატერიალური ზარალის მითითებით და სხვა დოკუმენტები, რომლებიც ახასიათებენ საწარმოში შექმნილ მდგომარეობასა და გარემოებას, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია ფეთქებადი მასალების დანაკლისი.
8. ფეთქებადი მასალების დანაკლისის ტექნიკური გამოკვლევის დამთავრების შემდეგ არა უგვიანეს 5 დღისა საწარმოს ხელმძღვანელი გამოსცემს ბრძანებას კომისიის მიერ შემუშავებული ღონისძიებების შესრულების მიზნით.
9. ტექნიკური გამოკვლევის მასალების გაფორმება და ადრესატისათვის ჩაბარება ევალება კომისიას მუშაობის დამთავრებიდან არა უგვიანეს 3 დღისა.
10. ტექნიკური გამოკვლევის მასალები და დოკუმენტების ორიგინალები ინახება ტექზედამხედველობის ბურღვა-აფეთქებით სამუშაოთა ზედამხედველობის სამმართველოში, ხოლო ასლები ეგზავნება სამართალდაცვის ორგანოებს და იმ ორგანიზაციას, სადაც მოხდა ფეთქებადი მასალების დანაკლისი.
11. საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია ტექზედამხედველობაში გააგზავნოს წერილობითი შეტყო-ბინება მომხდარი შემთხვევის შედეგად შემუშავებული ღონისძიებებისა და წინადადებების შესრულების შესახებ
მუხლი 2. ფეთქებადი მასალების დანაკლისის შემთხვევების ტექნიკური გამოკვლევა
თავი XXVI — დამატებითი მოთხოვნები ლითონზე საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 6. 1. იმპორტის გზით პოტენციურად ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოსაყენებელი მოწყობილობებისა და დამცავი სისტემების საქართველოს ბაზარზე განთავსებისათვის იმპორტიორი ვალდებულია, სსიპ – შემოსავლების სამსახურის (შემ
- მუხლი 42. ტვირთის დაკარგვის ან დანაკლისის ანაზღაურების ოდენობა
- მუხლი 980. ხარჯებისა და დანაკლისის ანაზღაურების წესი
- მუხლი 144. 1. თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების კუთვნილი ფეთქებადი ნივთიერების დასაცავად გამოიყოფა პასუხისმგებელი პირი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 91. ყინულის აფეთქების სამუშაოები
- მუხლი 92. წყალქვეშა საამფეთქებლო სამუშაოები
- მუხლი 93. ზოგადი დამატებითი მოთხოვნები ლითონზე საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას
- მუხლი 94. ლითონის და ლითონის კონსტრუქციების მსხვრევა
- მუხლი 95. ცხელი მასივების მსხვრევა
- მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- მუხლი 3. ფეთქებადი მასალების დანაკლისის შემთხვევის აღრიცხვა
- მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- მუხლი 2. ძირითადი ცნებები
- მუხლი 3. მოთხოვნები ფეთქებადი მასალების რეესტრში რეგისტრაციისათვის
- მუხლი 4. მოთხოვნები ფეთქებადი მასალების სახელმწიფო რეესტრის ფორმირებისა და წარმოებისათვის
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების“, ,,სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დანაკლისის ტექნიკური გამოკვლევისა და აღრიცხვის ინსტრუქციის“, ,,ფეთქებადი მასალების სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და რეგისტრაციის ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 2, №95, 16.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.10.003.000.479 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8668/muxli-2-2/