1. საწარმოს ადმინისტრაცია ტექნიკური გამოკვლევის აქტის საფუძველზე ფეთქებადი მასალების შეძენის, ხარჯვისა და ნაშთის ანგარიშის შედგენისას უჩვენებს აგრეთვე ფეთქებადი მასალების დანაკლისის მონაცემებს.
2. თუ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დამთავრებამდე ან შეწყვეტამდე არ იქნა მიკვლეული და არ მოხდა მიტაცებული, დაკარგული ან გაბნეული ფეთქებადი მასალების საწარმოსათვის დაბრუნება, იგი საწარმოსათვის ითვლება დაკარგულად და შეიძლება ჩამოიწეროს სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი შესაბამისი ორგანოს მიერ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილების საფუძველზე. ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საწარმოში დგება ფეთქებადი მასალების ჩამოწერის აქტი შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანიდან არაუგვიანეს 3 თვისა. ჩამოწერილი ფეთქებადი მასალების შესახებ ინფორმაცია გადაეცემა ტექზედამხედველობას.
3. ფეთქებადი მასალების დანაკლისის შემთხვევა განიხილება ტექზედამხედველობის სათათბირო საბჭოს სხდომაზე აქტის წარმოდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა და იურიდიულად ფორმდება ინსპექციის უფროსის ბრძანებით.

დანართი №1

სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დატაცების, დაკარგვის ან გაბნევის შემთხვევის ტექნიკური გამოკვლევის
აქტი

მომხდარი                             –––––––––––––––––––––––––––
(წელი, თვე, რიცხვი, საათი)

1. საწარმოს (ორგანიზაციის) დასახელება, უწყებრივი დაქვემდებარება,მისამართი
2. კომისიის შემადგენლობა:
თავმჯდომარე        ---------------------------------------
(თანამდებობა, სახელი, გვარი)
წევრები                 ––––––––––––––––––––––––––––
(თანამდებობა, სახელი, გვარი)

3. ფეთქებადი მასალების დატაცების, დაკარგვის ან გაბნევის შემთხვევის ადგილმდებარეობის (ობიექტის, სამუშაო ადგილის) მოკლე აღწერა
4. დატაცებული დაკარგული ან გაბნეული ფეთქებადი მასალების რაოდენობა და დასახელება
5. გარემოება (გარემოების აღწერის აუცილებლობის შემთხვევაში იყენებენ თანდართულ სქემებს, გეგმებს, ფოტოსურათებსა და სხვა დოკუმენტებს, სადაც ნაჩვენები უნდა იყოს, ვინ აღმოაჩინა ფეთქებადი მასალები)
6. გამოკვლევის შედეგად აღმოჩენილი (ნაპოვნი) ფეთქებადი მასალების რაოდენობა და დასახელება
7. შემთხვევის ორგანიზაციული და ტექნიკური მიზეზები, მიეთითოს „საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების“ და ინსტრუქციების რომელი მოთხოვნები იყო დარღვეული
8. ღონისძიებები, რომლებიც გამორიცხავენ მსგავსი შემთხვევის გამეორებას. კომისიის წინადადებები გამოკვლევის შედეგების საფუძველზე მათი შესრულების ვადების ჩვენებით
9. კომისიის დასკვნა იმ პირთა პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებმაც დაარღვიეს „საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესები“, ინსტრუქციები და ნორმატიული დოკუმენტები. შეთავაზებული წინადადებები კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციების შესახებ
გამოკვლევა ჩატარდა და აქტი შედგენილია        -------------------------------------
(რიცხვი, თვე, წელი)
დანართი – მასალის ფურცლების რაოდენობა

კომისიის თავმჯდომარე                          ––––––––––––––––––––––––––

წევრები                                                    ––––––––––––––––––––––––––

დანართი №2
ფეთქებადი მასალების დანაკლისის რეგისტრაციის ჟურნალი

№
თარიღი, როდესაც
მოხდა
შემთხვევა
ფეთქებადი
მასალების
დანაკლისის
სახეობა
(დატაცება,გაბნევა, დაკარგვა)
ადგილმდე ბარეობა,სადაც მოხდა
შემთხვევა
დანაკლისი,ფეთქებადი
მასალების
დასახელება
და რაოდენობა
მომხდარი
შემთხვევის
მოკლე
დახასია
თება
მომხდარი
შემთხვევის
საწარმოო,ორგანიზა ციული და
ტექნიკური მიზეზები
ტექნიკური
გამოკვლევის
მასალების
პროკურატუ  რაში
გაგზავნის
თარიღი
პროკურა
ტურასა
და სასამარ  თლოში მასალების განხილვის შედეგები
საწარმოში
დაბრუნებული
ფეთქებადი
მასალების რაოდენობა
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11

ფეთქებადი მასალების სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და რეგისტრაციის
ინსტრუქცი