1. ფეთქებადი მასალების რეგისტრაციის საფუძველია „სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების შესახებ“ საქართველოს კანონი.
2. ფეთქებადი მასალების ბრუნვაში მონაწილე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ვალდებულია ტექზედამხედველობას წარუდგინოს შემდეგი მონაცემები ფეთქებადი მასალების შესახებ:
ა) სახეობა;
ბ) დამამზადებელი, დამზადების თარიღი;
გ) კლასი;
დ) ქვეკლასი;
ე) შეთავსებადობის ჯგუფი;
ვ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სერიული ნომერი;
ზ) ექსტრემალური სიტუაციების ღონისძიებათა კოდი;
თ) სტანდარტის (ტექნიკური პირობის) ნომერი.
3. ტექზედამხედველობა:
ა) თითოეულ ფეთქებად მასალას სამ დღეში ანიჭებს სარეგისტრაციო ნომერს რეესტრში;
ბ) გასცემს ფეთქებადი მასალების რეგისტრაციის მოწმობას თანდართული ფორმის მიხედვით (ფორმა 1), შეაქვს ჩანაწერი მოწმობის აღრიცხვის წიგნში;
გ) იმ ფეთქებად მასალას, რომელიც ამოღებული იქნება რეესტრიდან მისი ხელახალი რეგისტრაციისას, ენიჭება ახალი ნომერი;
დ) რეესტრში ცვლილებების შეტანის დროს ფეთქებად მასალას ენიჭება რეგისტრაციის ახალი ნომერი და თარიღი.
4. ფეთქებადი მასალების რეგისტრაცია წარმოებს რეესტრში (წიგნში), რომელშიც ასახულია ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მონაცემები.
5. ფეთქებად მასალებს რეესტრში რეგისტრაციისას ენიჭება ნომერი. სარეგისტრაციო ნომერი შედგება ციფრების ორი ჯგუფისაგან, რომელიც ერთმანეთისაგან გამოყოფილია ტირეთი. ამასთან, პირველი ჯგუფი აღნიშნავს ფეთქებად ნივთიერებებს (მათ შორის დენთს), პიროტექნიკურ ნაკეთობებს ან/და ასაფეთქებელ საშუალებებს, მეორე ჯგუფი – ფეთქებადი მასალების რეესტრში რეგისტრაციის ნომერს.
6. ციფრების პირველი ჯგუფით 001-დან 500-მდე ინომრება ფეთქებადი ნივთიერებები (მათ შორის დენთი), პიროტექნიკური ნაკეთობები, ხოლო 501-დან 999-მდე – ასაფეთქებელი საშუალებები.
7. ციფრების მეორე ჯგუფი 001-დან 999-მდე განსაზღვრავს რეგისტრაციის ნომერს