1.შუალედურ გადასაქაჩ სადგურებში, სატუმბოს მოწყობილობების დამოუკიდებელი მუშაობისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს ტევადობები, შესაბამისი სტანდარტის მიხედევით, რომელიც დამოკიდებულია ნავთობსადენის დღიურ გამტარუნარიანობაზე.
2. პარალელური ნავთობსადენის შემთხვევაში ტევადობის ჯამური ზომა განისაზღვრება მათი დღიური ერთობლივი მუშაობით.
3. ყოველ სარეზერვუარო პარკში დამონტაჟებული უნდა იყოს ნავთობის ავარიული საცავი შესაბამისი სტანდარტის დაცვით.
4. ყოველი რეზერვუარი აღჭურვილი უნდა იყოს აორთქლების საწინააღმდეგო საშუალებებით, ლექის დაგროვების საწინააღმდეგო სისტემით და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით.
5. მცურავსახურავიან და პონტონიან რეზერვუარებს უნდა გააჩნდეს მოქმედი სტანდარტით განსაზღვრული ტექნიკური დოკუმენტაცია.
6. ღამე, სარეზერვუარო პარკის ტერიტორია უნდა იყოს უზრუნველყოფილი საკმარისი განათებით იმგვარად, რომ გამოირიცხოს სიბნელით გამოწვეული ავარია.
7. ყოველ მიწისზედა რეზერვუარს ტექნოლოგიური სქემის შესაბამისად კორპუსზე უნდა ჰქონდეს მკაფიოდ გამოსახული რიგითი ნომერი.
8. ყოველ რეზერვუარზე შედგენილი უნდა იყოს გრადუირების ცხრილი შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
9. შესაბამისი სტანდარტის მიხედვით, რეზერვუარის ტევადობიდან გამომდინარე, მოწყობილი უნდა იყოს ავტომატური ხანძარქრობის სისტემით.
10. რეზერვუარის ფუძის ჯდომაზე უნდა ხორციელდებოდეს დაკვირვება მოქმედი სტანდარტის მიხედვით.
11. სარეზერვუარო პარკზე შესაბამისი სტანდარტის მიხედვით შემუშავებული უნდა იყოს რეზერვუარების ტექნოლოგიური რუკა, სადაც ნაჩვენები იქნება:
ა) რეზერვუარის ნომერი;
ბ) რეზერვუარის ტიპი და ტევადობა;
გ) რეზერვუარის ფაქტობრივი სიმაღლე;
დ) სასუნთქი და დამცავი სარქველების, ცეცხლჩამხშობი დამცველების, ლექის დაგროვების აღმოფხვრის სისტემების და აორთქლების საწინააღმდეგო საშუალებების რაოდენობა და დახასიათება;
ე) ნავთობის შეთბობის მაქსიმალური ტემპერატურა;
ვ) რეზერვუარის შევსებისა და დაცლის დასაშვები წარმადობა.
12. რეზერვუარის შევსების (დაცლის) მწარმოებლობა უნდა შეესაბამებოდეს დამონტაჟებული სასუნთქი და მცველი სარქველების ან სავენტილაციო მილყელების გამტარუნარიანობას.
13. ერთ რეზერვუარზე დამონტაჟებული დამცავი სარქველების საპროექტო ჯამური გამტარუნარიანობა არ უნდა იყოს ნაკლები, ვიდრე სასუნთქი სარქველების.
14. სარეზერვუარო პარკის ტერიტორიაზე, თვალსაჩინო ადგილზე, შესაბამისი სტანდარტის დაცვით, გამოკრული უნდა იყოს მილსადენის განთავსების სქემა ურდულის დანიშნულების მითითებით.
15. ყოველ რეზერვუარს უნდა გააჩნდეს სიმაღლის ტრაფარეტი თვალსაჩინო ადგილას. სიმაღლის ტრაფარეტის სიდიდე მოწმდება შესაბამისი სტანდარტის მიხედვი