ა) მაგისტრალური ნავთობსადენი - მილსადენი და მასთან დაკავშირებული ობიექტები, რომლებიც განკუთვნილია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისათვის და არ გამოიყენება მათი განაწილებისა და მოხმარებლისთვის მისაწოდებლად. მივუთითოთ კონკრეტული კრიტერიუმიც.
ბ) ნავთობგადასატუმბი სადგური - წარმოადგენს ნაგებობების და მოწყობილობების კომპლექსს, სადაც მილსადენის მეშვეობით ხორციელდება ნავთობის მიღება, შეგროვება და გადატუმბვა, რომელიც მოიცავს შერმდეგ ობიექტებს: სატუმბო საამქრო, სატუმბო-ძალოვანი აგრეგატებით და შეპოხვის, გაცივების და საწვავის მიწოდების სისტემებით;სარეზერვუარო პარკი; ტექნოლოგიური მილსადენი; წყალმომარაგების, თბომომარაგების, სავენტილაციო, საკანალიზაციო და ხანძარქრობის სისტემა; ელექტრომომარაგების, ავტომატიკისა და ტელემექანიკის, კავშირგაბმულობისა და რადიოგადაცემის მოწყობილობა;
გ) ტექნოლოგიერი მილსადენები - შიდა მოედნის ნავთობსადენები; მილსადენების შემაერთებელი დეტალები; ჩამკეტი, მარეგულირებელი და დამცავი არმატურა; აღრიცხვისა და კონტროლის კვანძები, ფილტრები და სხვა მოწყობილობა.
დ) საქვაბე - ტექნოლოგიური ოპერაციების დროს ნავთობპროდუქტების შეთბობის მიზნით ორთქლის მისაღებად განკუთვნილი ტექნოლოგიური დანადგარი.
ე) ჩამკეტი არმატურა - მოწყობილობა მილსადენში ნაკადის გადასაკეტად.
ვ) აფეთქებასაფრთხიანი ზონა - სივრცე, რომელშიც არსებობს ან შეიძლება წარმოიქმნას აფეთქებასაფრთხიანი ნარევები და რომლის ფარგლებში დაწესებულია შეზღუდვები აფეთქების წარმოქმნის ალბათობის შემცირების მიზნით.
ზ)საწარმოო ინსტრუქციები - საწარმოში დამუშავებული და საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული კონკრეტული სამუშაოს ჩატარების თანამიმდევრობის, თანამდებობრივი მოვალეობების შესრულების მეთოდური მითითებები.
თ) ნავთობმედეგი შესრულება - ისეთი მასალის გამოყენება, რომელიც არ განიცდის ნავთობისგან მავნე ზემოქმედებას.