1. ტექნიკური რეგლამენტი მაგისტრალური ნავთობსადენის უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ (შემდგომში - ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს მოთხოვნებს მაგისტრალური ნავთობსადენის მოწყობილობის და ნაგებობის მიმართ.
2. ეს ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება დასაპროექტებელ, მშენებარე და ექსპლუატაციაში მყოფ მაგისტრალურ ნავთობსადენებზე და სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მაგისტრალურ ნავთობსადენთან დაკავშირებულ შესაბამის საქმიანობას.
3.მაგისტრალურ ნავთობსადენში შედის: ხაზობრივი კონსტრუქცია, სათავე ნაგებობები, შუალედური ნავთობგადასატუმბი სადგურები, ნავთობის მიღებისა და გაცემის ბაზები, ნავთობის გათბობის პუნქტები და ნავთობის შერევის სადგურები.
4.მაგისტრალური ნავთობსადენების ხაზობრივ კონსტრუქციაში შედის:
ა) უშუალოდ ნავთობსადენი განშტოებებით, ჩამკეტი და მარეგულირებელი არმატურით; ბუნებრივ და ხელოვნურ დაბრკოლებებზე გადასასვლელები; გამწმენდი ნაგებობების გაშვების და მიღების მოწყობილობები;
ბ) მილსადენების ელექტროქიმიური კოროზიისაგან დამცავი მოწყობილობები;
გ) კავშირგაბმულობის, ტელემექანიკის, ავტომატიკის ხაზები და ნაგებობები;
დ) ტრასის გასწვრივ განლაგებული მუდმივი გზები და მათთან მისასვლელები;
ე) ელექტროქიმიური დაცვის, ელექტროენერგიით მომარაგების და დისტანციური მართვის გადამცემი ხაზები;
ვ) ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობებ