1. დაკლული ფრინველის ან ბოცვრისნაირებისაგან მიღებული ხორცის დაჭრის პროცესის დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი ჰიგიენური მოთხოვნები:

ა) თავიდან იქნეს აცილებული ხორცის დაბინძურება;

ბ) უზრუნველყოფილ იქნეს დაფასოებული ხორცის დაუფასოებელი ხორცისაგან დროში ან სივრცეში განცალკევებულად შენახვა ისე, რომ შესაფუთი მასალა ან ხორცის შენახვის მეთოდი არ გახდეს დაბინძურების წყარო;

გ) უნდა არსებობდეს საქმიანობასთან დაკავშირებული იარაღების დეზინფიცირების საშუალება ცხელი წყლით (არანაკლებ 82
0C‑ისა) ან ანალოგიური ეფექტის მქონე ალტერნატიული საშუალება;

დ) ფრინველის ან ბოცვრისნაირების დაკვლის შედეგად მიღებულ ხორცზე მუშაობა ისე უნდა განხორციელდეს, რომ თავიდან იქნეს აცილებული ან მინიმუმამდე დაყვანილი ხორცის დაბინძურება. ამისათვის:

დ.ა) ბიზნესოპერატორმა ხორცის დაჭრა, ძვლებისაგან გამოცლა, შეხვევა და შეფუთვა უნდა განახორციელოს ისე, რომ ხორცის ტემპერატურა შენარჩუნდეს არა უმეტეს 4
0C‑ზე;

დ.ბ) იმ შემთხვევაში, თუ ერთი და იმავე ბიზნესოპერატორის მიერ ხორციელდება სხვადასხვა სახეობის ფრინველის ან ბოცვრისნაირების დაკვლის შედეგად მიღებული ხორცის დაჭრა, ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით საჭიროა სხვადასხვა სახეობის ფრინველის ან ბოცვრისნაირების ხორცის დაჭრა განხორციელდეს დროში ან სივრცეში განცალკევებულად.

2. ხორცი შეიძლება დაიჭრას და ძვლები გამოცლილ იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტემპერატურის მიღწევამდე, თუ ხორცის დაჭრა ხორციელდება იმავე საწარმოში, სადაც განხორციელდა მისი დაკვლა. ასეთ შემთხვევაში დაკვლის ადგილიდან ხორცი პირდაპირ უნდა განთავსდეს დაჭრისათვის განკუთვნილ სპეციალურ ადგილას ან შესაძლებელია ხორცი გრილ ან გაყინულ ოთახში გარკვეული მოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ გადატანილ იქნეს დაჭრისათვის განკუთვნილ სპეციალურ ადგილას.

3. როგორც კი ხორცი დაიჭრება და, საჭიროების შემთხვევაში, დაფასოვდება, ის უნდა გაგრილდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტემპერატურამდე.

4. დაუფასოებელი ხორცის შენახვა და ტრანსპორტირება უნდა მოხდეს დაფასოებული ხორცისაგან განცალკევებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაუფასოებელი და დაფასოებული ხორცის შენახვა და ტრანსპორტირება ხდება სხვადასხვა დროს ან ისე, რომ დასაფასოებელი მასალა და შენახვისა და ტრანსპორტირების მეთოდი ვერ გახდება ხორცის დაბინძურების წყარ