1. ნედლი მასალა, რომელიც გამოიყენება გატარებული ხორცის საწარმოებლად:

ა) უნდა აკმაყოფილებდეს ახალი ხორცის მახასიათებლებს;

ბ) უნდა იქნეს მიღებული საყრდენ‑მამოძრავებელი სისტემის კუნთებისაგან, მათ შორის, მაკავშირებელი ცხიმოვანი ქსოვილისაგან;

გ) არ უნდა იყოს წარმოებული:

გ.ა) სხვა ნაწილებისა და ნარჩენი ნაჭრებისაგან, გარდა ერთიანი კუნთოვანი ნაჭრისა;

გ.ბ) ხორცისაგან, რომელიც შეიცავს ტყავს ან ძვლის ნაწილებს;

გ.გ) თავის ხორცისაგან, გარდა საღეჭი კუნთისა, ლოყის არაკუნთოვანი ნაწილისა, მაჯისა და თათის არისა, ძვლოვანი კოვზისა და დიაფრაგმის კუნთებისა.

2. დამზადებული ხორცისათვის შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემდეგი სახის ნედლი მასალა:

ა) ახალი ხორცი;

ბ) ხორცი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

3. მექანიკურად განცალკევებული ხორცის წარმოებისას:

ა) გამოყენებული ნედლი მასალა უნდა აკმაყოფილებდეს ახალი ხორცის მახასიათებლებს;

ბ) არ უნდა იქნეს გამოყენებული შემდეგი ნედლი მასალა:

ბ.ა) ფრინველის შემთხვევაში – ფეხები, კისრის კანი და თავი;

ბ.ბ) სხვა ცხოველების შემთხვევაში – თავ‑ფეხის, კუდის, ბარძაყის, წვივის, მხრის, წინა მხრის, მაჯის და იდაყვის ძვლებ