1. ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ შინაური ჩლიქოსანი ცხოველის დაკვლის შედეგად მიღებული ხორცის დაჭრა და ძვლების გამოცლა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების დაცვით:
ა) შინაური ჩლიქოსანი ცხოველის დაკვლის შედეგად მიღებული ტან‑ხორცი უნდა დაიჭრას ორ ნაწილად ან მეოთხედ ნაწილებად, ხოლო ორ ნაწილად დაჭრილი ტანხორცის თითოეული ნაჭრის დაჭრის შემთხვევაში თითოეული ნაწილი უნდა დაიჭრას არა უმეტეს სამ ნაჭრად. ხორცის შემდგომი დაჭრა და ძვლების გამოცლა უნდა განხორციელდეს ხორცის დასაჭრელად განკუთვნილ ადგილას;
ბ) შინაური ჩლიქოსანი ცხოველის დაკვლის შედეგად მიღებულ ხორცზე მუშაობა ისე უნდა განხორციელდეს, რომ თავიდან იქნეს აცილებული ან მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ხორცის დაბინძურება. ამისათვის ბიზნესოპერატორმა უნდა უზუნველყოს:
ბ.ა) ხორცის დაჭრა, ძვლებისაგან გამოცლა, შეხვევა და შეფუთვა ისე, რომ შიგნეულის ტემპერატურა შენარჩუნდეს არა უმეტეს 3
0C–5
0C‑ზე, ხოლო ხორცის სხვა ნაწილების ტემპერატურა უნდა შენარჩუნდეს არა უმეტეს 7
0–10
0C-ზე;
ბ.ბ) იმ შემთხვევაში, თუ ერთი და იმავე ბიზნესოპერატორის მიერ ხორციელდება სხვადასხვა სახეობის ცხოველის დაკვლის შედეგად მიღებული ხორცის დაჭრა, ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით საჭიროა სხვადასხვა სახეობის ცხოველის ხორცის დაჭრა განხორციელდეს დროში ან სივრცეში განცალკევებულად.
2. ხორცი შეიძლება დაიჭრას და ძვლები გამოეცალოს მანამ, სანამ ხორცის ტემპერატურა მიაღწევს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტემპერატურას, ამ წესის მე‑13 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში.
3. ხორცი შეიძლება დაიჭრას და ძვლები გამოცლილ იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტემპერატურის მიღწევამდე, თუ ხორცის დაჭრა ხორციელდება სასაკლაოში. ასეთ შემთხვევაში დაკვლის ადგილიდან ხორცი პირდაპირ უნდა განთავსდეს დაჭრისათვის განკუთვნილ სპეციალურ ადგილას ან შესაძლებელია ხორცი გრილ ან გაყინულ ოთახში გარკვეული მოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ გადატანილ იქნეს დაჭრისათვის განკუთვნილ სპეციალურ ადგილას. როგორც კი ხორცი დაიჭრება ან დაფასოვდება, ის უნდა გაგრილდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტემპერატურამდ