1. სასაკლაოს უნდა ჰქონდეს დასაკლავად განკუთვნილი ცხოველისათვის მოსაცდელი სადგომები (რომელიც შესაძლოა იყოს სასაკლაოს გარეთ, თუ კლიმატური პირობები ამის საშუალებას იძლევა). მოსაცდელი სადგომები უნდა იძლეოდეს მათი დასუფთავებისა და დეზინფიცირების შესაძლებლობას.
2. სასაკლაოს საკანალიზაციო დრენაჟმა საფრთხე არ უნდა შეუქმნას დაკლული ცხოველისაგან მიღებული სურსათის უვნებლობას.
3. სასაკლაოს უნდა ჰქონდეს განცალკევებული ადგილი დაავადებული ან სავარაუდოდ დაავადების მქონე ცოცხალი შინაური ჩლიქოსანი ცხოველის განსათავსებლად, რათა თავიდან იქნეს აცილებული სხვა ცოცხალი ცხოველების ინფიცირება.
4. სასაკლაო ვალდებულია შინაური ჩლიქოსანი ცხოველის ხორცის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით უზრუნველყოს:
ა) საჭირო ადეკვატური სამუშაო სივრცე საქმიანობის განსახორციელებლად;
ბ) შემდეგი პროცესების დროში ან სივრცეში განცალკევებულად განხორციელება:
ბ.ა) ცოცხალი ცხოველის გაბრუება და სისხლგართმევა, ღორის შემთხვევაში – მისი დამდუღვრა, ჯაგრის გაცლა, გაფხეკა და ორთქლში გატარება;
ბ.ბ) გამოშიგვნა და შემდგომი გაწმენდა;
ბ.გ) ნაწლავებისა და გულმკერდის დამუშავება;
ბ.დ) შიგნეულის დაფასოება;
გ) ხორცის იატაკსა და კედელთან შეხების შეძლებისდაგვარად თავიდან აცილება;
დ) ადამიანის საკვებად უვარგისი ხორცის საკვებად განკუთვნილი ხორცისაგან განცალკევებულად შენახვა;
ე) ცოცხალი ცხოველის ტრანსპორტირების საშუალებების დასუფთავების, სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების განცალკევებულად შენახვა;
ვ) დაფასოებული და დაუფასოებელი ხორცის ერთმანეთისაგან განცალკევებულად შენახვა;
ზ) დაკვლის პროცედურებისათვის განკუთვნილი სივრცეები (საწარმოო ხაზები) ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ თავიდან იქნეს აცილებული ამ სივრცეებს შორის ჯვარედინი დაბინძურება. იმ შემთხვევაში, თუ ერთსა და იმავე სასაკლაოში მიმდინარეობს ცხოველის დაკვლასთან დაკავშირებული სხვადასხვა პროცედურები, საჭიროა უზრუნველყოფილ იქნეს ამ პროცედურების დროში ან სივრცეში განცალკევება ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით.
5. სასაკლაოს უნდა გააჩნდეს საქმიანობასთან დაკავშირებული იარაღების დეზინფიცირების საშუალება ცხელი წყლით (არანაკლებ 82
0C‑ისა) ან უნდა გააჩნდეს ანალოგიური ეფექტის მქონე ალტერნატიული საშუალება.
6. იმ შემთხვევაში, თუ ხდება ცხოველის დაკვლის შედეგად მიღებული ხორცის სასაკლაოში შენახვა, სასაკლაოს უნდა გააჩნდეს ხორცის შენახვისათვის საჭირო გასაყინი საშუალება.
7. სასაკლაოს უნდა გააჩნდეს სათავსოები იმ ხორცისათვის, რომელიც მიჩნეულია უვარგისად ადამიანის მიერ მოხმარებისათვის.
8. რეკომენდებულია, სასაკლაოს გააჩნდეს დაავადებული და სავარაუდოდ დაავადების მქონე ცხოველის განადგურებისათვის იზოლირებული სივრცე. იმ შემთხვევაში, თუ სასაკლაოს არ გააჩნია დაავადებული ან სავარაუდოდ დაავადების მქონე ცხოველის განადგურებისათვის იზოლირებული სივრცე, ასეთი ცხოველის განადგურებისათვის გამოყენებული სივრცე, დანადგარები და აღჭურვილობა უნდა გაიწმინდოს, გაირეცხოს და მოხდეს მათი დეზინფიცირება აღნიშნული სივრცის, დანადგარებისა და აღჭურვილობის ხელახლა გამოყენებამდე.
9. თუ ნაკელი ინახება სასაკლაოში, ამისთვის უნდა არსებობდეს სპეციალურად გამოყოფილი ადგილი ან ტერიტორი