1. ბიზნესოპერატორი, რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას, გადამუშავებას ან/და დისტრიბუციას, ვალდებულია დაიცვას საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის ზოგადი წესი“ (დანართი №1) და ამ წესით გათვალისწინებული ჰიგიენური მოთხოვნები.
2. ბიზნესოპერატორი ვალდებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის გადამუშავებისას გამოიყენოს სასმელი წყალი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
3. ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებისას (გადამუშავებამდე), მათ შორის, თევზისა და სხვა ზღვის პროდუქტების გასარეცხად, შესაძლებელია სუფთა წყლის გამოყენებ