ა) 21‑ე მუხლის მე‑3 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს დადგენილების ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში;

ბ) 27‑ე მუხლი ამოქმედდეს დადგენილების ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში;

გ) 37‑ე მუხლის მე‑2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები, ასევე მე‑4 პუნქტი – ევროკავშირში ექსპორტიორი ბიზნესოპერატორებისათვის ამოქმედდეს დადგენილების ამოქმედებისთანავე, ხოლო ყველა სხვა ბიზნესოპერატორისათვის – დადგენილების ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში;

დ) 42‑ე მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს დადგენილების ამოქმედებისთანავე იმ ბიზნესოპერატორებისათვის, რომლებიც ეწევიან ცხოველთა მოშენებას და, ამასთანავე, მოშენებული ცხოველებისგან მიღებული ნედლი რძის წარმოებას, ხოლო ყველა სხვა ბიზნესოპერატორისათვის – დადგენილების ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში;

ე) 28‑ე მუხლის მე‑2 და მე‑3 პუნქტები, 46‑ე მუხლი და 53‑ე მუხლის მე‑2 და მე‑3 პუნქტებით განსაზღვრული, ეტიკეტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები არ ვრცელდება იმ ცხოველური წარმოშობის სურსათის მიმართ, რომელიც ბაზარზე განთავსდა ამ დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის“ ამოქმედებამდე.

პრემიერ-მინისტრი
ნ
. გილაური

ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესი

თავი I

ზოგადი დებულებე