1. ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) ადგენს სპეციალურ ჰიგიენურ მოთხოვნებს ბიზნესოპერატორისათვის, რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას.
2. ბიზნესოპერატორის მიერ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ წესისაგან განსხვავებული პირობები იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორი დაუსაბუთებს ინსპექტირებაზე უფლებამოსილ პირს, რომ განსხვავებული პირობების მეშვეობით ცხოველური წარმოშობის სურსათის სპეციალურ ჰიგიენურ მოთხოვნებთან შესაბამისობა უზრუნველყოფილია.
3. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ბიზნესოპერატორად რეგისტრირებული პირისათვის (შემდგომში – ბიზნესოპერატორი), რომელიც ახორციელებს ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას, გადამუშავებას ან/და დისტრიბუციას.
4. ეს წესი არ ვრცელდება:
ა) ოჯახური წარმოების სუბიექტზე;
ბ) იმ ბიზნესოპერატორზე, რომელსაც „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კოდექსის შესაბამისად აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი;
გ) იმ ბიზნესოპერატორზე, რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას, გადამუშავებას ან/და დისტრიბუციას, პირველად წარმოებას ტრადიციული მეთოდების გამოყენებით;
დ) იმ ბიზნესოპერატორზე, რომელიც მაღალმთიან რეგიონში არაქარხნული წესით ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას, გადამუშავებას ან/და დისტრიბუციას, ასევე პირველად წარმოებას;
ე) საცალო ვაჭრობის პუნქტზე, გარდა იმ საცალო ვაჭრობის პუნქტებისა, სადაც ხორციელდება თევზჭერის შედეგად მოპოვებული პროდუქტის რეალიზაცია საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდების მიზნით;
ვ) იმ ბიზნესოპერატორზე, რომელიც ეწევა მცენარეული წარმოშობის სურსათის წარმოებას (მათ შორის, პირველად წარმოებას), გადამუშავებას ან/და დისტრიბუციას;
ზ) სურსათზე, რომელიც მიიღება ამ წესის შესაბამისად მიღებული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების შემდგომი გადამუშავების შედეგად.
5. ამ მუხლის მე‑4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სურსათის მწარმოებელ ბიზნესოპერატორზე ეს წესი ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სურსათის წარმოების/გადამუშავების პროცესში ბიზნესოპერატორი თავად ახორციელებს ცხოველური წარმოშობის სურსათთან დაკავშირებულ ოპერაციებს ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით (როგორიცაა: ცხოველის დაკვლა, გატარებული ხორცის, დამზადებული ხორცის, მექანიკურად განცალკევებული ხორცის წარმოება, მოლუსკებისა და თევზჭერის შედეგად მიღებული პროდუქტების მოპოვება, მოშენება ან/და გადამუშავება, რძის პირველადი წარმოება, ნედლი რძის წარმოება და ამ წესით განსაზღვრული სხვა ოპერაციები