1. ბიზნესოპერატორმა, რომელიც წარმოადგენს სასაკლაოს, უნდა უზრუნველყოს ცხოველური წარმოშობის სურსათის საწარმოო ჯაჭვის შესახებ ინფორმაციის წარმოება მისთვის ჩაბარებულ ცხოველზე ან ცხოველის პარტიაზე ამ მუხლით დადგენილი წესით.

2. სასაკლაო ვალდებულია მის მიერ მიღებული ცხოველის ან ცხოველის პარტიის შესახებ ფლობდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

ა) ცხოველის ან ცხოველის პარტიის მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ფაქტობრივი მისამართისა და ცხოველის ან ცხოველის პარტიის ჩაბარების თარიღის მითითებით;

ბ) მიღებული ცხოველისათვის გამოყენებული ვეტერინარული პრეპარატების ან ცხოველის მკურნალობასთან დაკავშირებით ჩატარებული ღონისძიებების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გ) მიღებული ცხოველის მიერ გადატანილი სხვადასხვა დაავადებების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს აღნიშნული ცხოველისაგან მიღებული ხორცის უვნებლობაზე;

დ) მიღებული ცხოველისგან აღებული ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის შედეგის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ე) მიღებულ ცხოველზე ჩატარებული დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომი შემოწმების შედეგების შესახებ;

ვ) სასაკლაოზე ცხოველის დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომი შემოწმებისათვის პასუხისმგებელი ვეტერინარი ექიმის სახელს, გვარს და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მისთვის მინიჭებულ საიდენტიფიკაციო კოდს.

3. ამ მუხლის მე‑2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოება და მიწოდება შესაძლებელია ელექტრონული საშუალებებით.

თავი II

ჰიგიენის სპეციალური მოთხოვნები შინაური ჩლიქოსანი ცხოველის ხორცის მიმა