1. ადამიანის მიერ მოხმარების მიზნით სასაკლაომ უნდა ჩაიბაროს მხოლოდ ცოცხალი ცხოველი ამ წესის მე‑12 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა.
2. ფიზიკური ტრავმის გამო სასაკლაოში დაკლული ცხოველის ხორცი
შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, თუ დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ასეთი ცხოველის დაკვლის შედეგად მიღებული ხორცი უვნებელია ადამიანის მიერ მოხმარებისათვის.
3. სასაკლაო ვალდებულია აწარმოოს ცხოველური წარმოშობის სურსათის საწარმოო ჯაჭვის შესახებ საინფორმაციო დოკუმენტაცია მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად ამ წესის მე‑6 მუხლის შესაბამისად.
4. სასაკლაომ ცოცხალი შინაური ჩლიქოსანი ცხოველის დაკვლისას უნდა დაიცვას შემდეგი ჰიგიენური მოთხოვნები:
ა) ცხოველი დაკვლისას უნდა იყოს სუფთა;
ბ) განახორციელოს ცოცხალი ცხოველის დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომი შემოწმების შედეგად ვეტერინარი ექიმის მიერ გაცემული მითითებები;
გ) ცხოველის გაბრუების, სისხლგართმევის, გატყავების, გამოშიგვნისა და შემდგომი დამუშავებისას თავიდან აიცილოს ხორცის დაბინძურება, კერძოდ:
გ.ა) ტრაქეა და საყლაპავი მილი დაუზიანებლად უნდა შენარჩუნდეს სისხლგართმევის დროს, გარდა რელიგიური ტრადიციის მიხედვით განხორციელებული დაკვლის პროცესისა;
გ.ბ) ტყავისა და ბალნის საფარის (ჯაგრის) მოშორების დროს თავიდან იქნეს აცილებული:
გ.ბ.ა) ტყავის ზედაპირისა და ცხოველის ტან‑ხორცის შეხება ერთმანეთთან;
გ.ბ.ბ) ტყავის ზედაპირსა და ბალანთან (ჯაგართან) შეხებაში მყოფი აღჭურვილობის ხორცთან შეხება;
გ.გ) ცხოველის გამოშიგვნის დროს უნდა იქნეს მიღებული ზომები კუჭ‑ნაწლავის ტრაქტის შიგთავსის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად და, ამასთანავე, ტან‑ხორცის გამოშიგვნა უნდა დასრულდეს არა უგვიანეს 45 წუთისა ცხოველის გაბრუებიდან და არა უგვიანეს 30 წუთისა მისი სისხლგართმევის შემდეგ;
გ.დ) ცხოველის სარძევე ჯირკვლის ამოღებისას არ უნდა მოხდეს რძის გაჟონვა და ხსენის მინარევის შეღწევა ცხოველის ტან‑ხორცში;
დ) ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი ცხოველის ტანი და მისი სხვა ნაწილები სრულად უნდა გატყავდეს, გარდა ღორისა, ხოლო ცხვრის, ვირის და ხბოს შემთხვევაში – გარდა მისი თავ‑ფეხისა. თავ‑ფეხი ისე უნდა დამუშავდეს, რომ არ მოხდეს ცხოველის სხვა ხორცის დაბინძურება;
ე) თუ ღორის გატყავება არ ხდება, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ჯაგრის მოცილება მდუღარე წყლის საშუალებით, რათა ხორცის დაბინძურების საფრთხე მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. დამდუღვრის შემდეგ ღორის ტან‑ხორცი სასმელი წყლით უნდა გაირეცხოს;
ვ) ცხოველის ტან‑ხორცს არ უნდა ჰქონდეს ფეკალური დაბინძურება, ნებისმიერი ასეთი აშკარა დაბინძურება მოცილებული უნდა იქნეს;
ზ) ცხოველის ტან‑ხორცი და შიგნეული არ უნდა იყოს შეხებაში იატაკსა და კედელთან;
თ) ადამიანის საკვებად უვარგისი ხორცი არ უნდა იყოს შეხებაში ადამიანის საკვებად განკუთვნილ ხორცთან;
ი) დაკვლისშემდგომი შემოწმების დასრულებამდე დაკლული ცხოველის დაკვლისშემდგომ შემოწმებას დაქვემდებარებული ნაწილები:
ი.ა) უნდა იყოს იდენტიფიცირებადი ისე, რომ გარკვეული იყოს, თუ რომელი ცხოველისგან მიღებულ ტან‑ხორცს მიეკუთვნება აღნიშნული ნაწილები;
ი.ბ) არ უნდა იყოს შეხებაში სხვა ცხოველისგან მიღებულ ტან‑ხორცთან, შიგნეულობასა და შინაგან ორგანოებთან, მათ შორის, იმ ნაწილებთან, რომლებმაც უკვე გაიარეს დაკვლისშემდგომი შემოწმება;
კ) ორივე თირკმელი უნდა იქნეს ამოღებული თავისი ცხიმსაფარიდან. შინაური მსხვილფეხა ცხოველის, ღორისა და კენტჩლიქიანი ცხოველის შემთხვევაში პერირენალური მემბრანა ასევე უნდა იქნეს ამოღებული ცხოველის ტან‑ხორციდან;
ლ) დაკვლისშემდგომი შემოწმების შემდეგ:
ლ.ა) შინაური მსხვილფეხა, კენტჩლიქიანი ცხოველებისა და ღორის ნუშისებრი ჯირკვლები უნდა იქნეს ამოღებული ცხოველის ტან‑ხორციდან;
ლ.ბ) დაკვლისშემდგომი შემოწმების შედეგად ადამიანის მიერ მოხმარებისათვის უვარგისად მიჩნეული ცხოველის ნაწილები, შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა იქნეს გატანილი საწარმოს სუფთა ადგილიდან;
ლ.გ) დაკვლისშემდგომი შემოწმების შედეგად ადამიანის მიერ მოხმარებისათვის ცხოველის უვარგისად მიჩნეული ნაწილები და ასევე ადამიანის საკვებად ცხოველის გამოუყენებელი ნარჩენები არ უნდა იყოს კონტაქტში დაკვლისშემდგომი შემოწმების შედეგად ადამიანის მიერ მოხმარებისათვის ცხოველის ვარგისად მიჩნეულ ნაწილებთან;
მ) ცხოველის დაკვლისა და დაკვლისშემდგომი შემოწმების დასრულების შემდეგ ხორცი უნდა შეინახოს ამ წესის მე‑13 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;
ნ) ხორცის შემდგომი დამუშავების შემთხვევაში:
ნ.ა) კუჭი უნდა დაიმდუღროს ან გაიწმინდოს;
ნ.ბ) ნაწლავები უნდა დაიცალოს და გაიწმინდოს;
ნ.გ) თავ‑ფეხი უნდა გატყავდეს ან დაიმდუღროს და მოხდეს დეპილაცია;
ო) დაავადებული ან სავარაუდოდ დაავადების მქონე ცხოველის განადგურების მიზნით მისი განადგურებისას გამოყენებული სივრცე, დანადგარები და აღჭურვილობა უნდა გაიწმინდოს, გაირეცხოს და მოხდეს მათი დეზინფიცირება აღნიშნული სივრცის ხელახლა გამოყენებამდე, იმ შემთხვევაში, თუ სასაკლაოს არ აქვს გამოყოფილი სპეციალური ადგილი დაავადებული ან სავარაუდოდ დაავადების მქონე ცხოველის განადგურებისათვი