მუხლი 2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო ან საინსპექციო ორგანო იმ ბიზნესოპერატორის ჰიგიენური პირობების შემოწმების მიზნით, რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას, ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის ზოგადი წესით“ (დანართი №1), საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის №282 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის გამარტივებული წესითა“ და ამ დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესით🔗