1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ფრინველის გრიპის არსებობისა და საეჭვო არსებობის შესახებ აუცილებლად და დაუყოვნებლივ ეცნობოს კომპეტენტურ ორგანოებს.

2. ცხოველთა დაავადებების აფეთქების შეტყობინების შესახებ გაერთიანების კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა, წევრმა სახელმწიფოებმა II დანართის შესაბამისად უნდა აცნობონ კომისიას კომპეტენტური ორგანოს მიერ დადასტურებული ნებისმიერი სახის ფრინველის გრიპის შესახებ, რომელიც გაჩნდება სასაკლაოზე, სატრანსპორტო საშუალებებში, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე და სხვა ადგილებში გაერთიანების საზღვარზე და საკარანტინო ობიექტებში ან ცენტრებში, რომლებიც ფუნქციონირებს შინაური ფრინველის და სხვა მოშინაურებული ფრინველის იმპორტის შესახებ გაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აცნობონ ძუძუმწოვრებში განხორციელებული ფრინველის გრიპის ვირუსის ზედამხედველობის შედეგების შესახე