1. LPAI-ის სიმწვავეზე ზეგავლენას ახდენს:

ა) ვირუსის შტამი;

ბ) მასპინძლის სახეობა და ასაკი;

გ) მასპინძლის იმუნური ფონი ვირუსთან დაკავშირებით, კერძოდ, სხვა ინფექციური აგენტების არსებობა, როგორიცაა:

გ.ა) Pasteurella spp;

გ.ბ) ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსი (ვაქცინის შტამის ჩათვლით);

გ.გ) ფრინველების პნევმოვირუსი, ინფექციური ბრონქიტის ვირუსი;

გ.დ) E. coli;

გ.ე) Mycoplasma spp;

გ.ვ) იმუნოდეფიციტი;

გ.ზ) გარემო ფაქტორები ( მოჭარბებული ამიაკი, მტვერი, ცხელი ან ცივი ტემპერატურა).

2. ერთის მხრივ, დაავადების კლინიკური ნიშნები შესაძლოა გამოხატული იყოს სიმპტომების გარეშე ან უმნიშვნელო სიმპტომებით, რომელიც თავის მხრივ იწვევს მხოლოდ სუსტ რესპირატორულ ნიშნებს ან კვერცხისმდებელ ფრინველში კვერცხის დებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, მეორეს მხრივ, LPAI-ის გამომწვევი ვირუსით გამოწვეული ინფექციები შესაძლოა უკავშირდებოდეს დაავადების მწვავე კლინიკურ ნიშნებს, განსაკუთრებით კი ინდაურში. აღნიშნული კლინიკური ნიშნები ძირითადად ვლინდება ხიხინით, ხველებით, ინფრაორბიტალური სინუსების შეშუპებით და ციებ–ცხელების მდგომარეობით, რომელიც იწვევს მადის დაკარგვას და სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს.

3. LPAI შესაძლოა აგვერიოს ან გართულდეს რესპირატორული ან ენტერო ნიშნების მქონე სხვა დაავადებებით. ფრინველში ნებისმიერი დაავადების აფეთქებისას, რომელიც გრძელდება ხანგრძლივად, მიუხედავად სხვა დაავადებების პრევენციული და თერაპიული ღონისძიებებისა, უნდა ვივარაუდოთ რომ ადგილი აქვს ფრინველის გრიპ