1. ფრინველის მაღალპათოგენური გრიპის მწვავე მიმდინარეობის შედეგად მკვდარ ფრინველში შესაძლოა გამოვლენილი იქნეს მინიმალური დაზიანებები, როგორიცაა ნაწლავებისა და კუნთების დეჰიდრატაცია და ჰიპერემია. ხანგრძლივი კლინიკური ფორმით მიმდინარე ფრინველის მაღალპათოგენური გრიპით მკვდარ ფრინველში პეტექიური და ეკხიმოზური ჰემორაგია ვრცელდება მთელს სხეულზე, კერძოდ, კი ხორხზე, ტრაქეაზე, წინაკუჭისა და ეპიკარდიალურ ცხიმოვან უჯრედებზე, მკერდის ძვლის მიმდებარე სეროზულ ზედაპირზე. თავისა და ტერფის მიდამოებში შეინიშნება მძაფრი შეშუპება. ლეში შესაძლოა დეჰიდრატირებული იყოს. ყვითელი ან ნეკროზული კერები შესაძლოა აღმოჩენილი იქნეს ელენთაში, ღვიძლში, თირკმელში და ფილტვში. ალვეოლაში შესაძლოა იყოს ექსუდატი, ელენთა კი - გადიდებული და ჰემორაგიული.
2. ჰისტოლოგიურად ფრინველის გრიპის ტიპის გრიპი ხასიათდება სისხლძარღვების პათოლოგიებით, რასაც თან სდევს შეშუპება, ჰემორაგია და პერივასკულარული ლეიკოციტოზი, განსაკუთრებით კი მიოკარდში, ელენთაში, ფილტვში, ტვინში, პანკრეასში და ყურებთან. ნეკროზული კერები წარმოდგენილია ფილტვში, ღვიძლში და თირკმელში. გლიოზი - ვასკულარული პროლიფერაცია და ნეირონული დეგენერაცია - შესაძლოა წარმოდგენილი იქნეს ტვინშ