1. ფრინველის გრიპის დიაგნოსტიკის ერთგვაროვანი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით, „ტექნიკური რეგლამენტი - ფრინველის გრიპის დიაგნოსტიკის სახელმძღვანელო“ (შემდეგში - დიაგნოსტიკის სახელმძღვანელო) ადგენს:
ა) რეკომენდაციებსა და მინიმალურ მოთხოვნებს დიაგნოსტიკის პროცედურებთან, ნიმუშების აღების მეთოდებთან დაკავშირებით და კრიტერიუმებს ლაბორატორიული გამოკვლევებით მიღებული შედეგების შეფასებისათვის;
ბ) ლაბორატორიულ გამოკვლევებს, რომლებიც გამოყენებული უნდა იქნეს ფრინველის გრიპის დიაგნოსტიკისათვის და მეთოდებს ვირუსის იზოლატის გენოტიპირებისათვის;
გ) ბიოუსაფრთხოების მინიმალურ მოთხოვნებს და ხარისხის სტანდარტებს, რომლებიც დაცული უნდა იქნეს ნიმუშის ტრანსპორტირებისას და ფრინველის გრიპის დიაგნოსტიკაზე მომუშავე ლაბორატორიის მიერ.
2. დიაგნოსტიკის სახელმძღვანელო განკუთვნილია ფრინველის გრიპის კონტროლზე პასუხისმგებელი უწყებისათვის - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) და ფრინველის გრიპის დიაგნოსტიკაზე მომუშავე ლაბორატორიებისათვი