1. HPAI ვირუსით დაინფიცირებული ფრინველის კლინიკური ნიშნები საკმაოდ ცვალებადია და მათზე ზეგავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა დამაინფიცირებელი ვირუსის ვირულენტობა, დაინფიცირებულის სახეობა, ასაკი, სქესი, თანმდევი დაავადებები და გარემო.

2. ადრეული კლინიკური ნიშნები შესაძლოა მოიცავდეს უმადობას, წყლის მიღების შემცირებას და სიკვდილიანობის შედარებით დაბალ მაჩვენებელს. თუმცა, შესაძლოა დაავადება მოულოდნელად გამოვლინდეს ფრინველთა გუნდში და მრავალი ფრინველი მოკვდეს კლინიკური ნიშნების გამოვლენის გარეშე ან დეპრესიის, უმადობის, გაფხორილი ბუმბულის ან ცხელების მინიმალური ნიშნების თანხლებით. ზოგადად, რაც უფრო დიდხანს ძლებს ფრინველი, მით მეტია კლინიკური ნიშნების გამოვლენა. კლინიკური ნიშნების განვითარების პერიოდი დამოკიდებულია ფრინველის შენახვის სისტემასთან ერთად ვირუსზე, მასპინძელზე და საწყის დამაინფიცირებელ დოზაზე. ჩაკეტილ სივრცეში ან გარეთ მყოფ ფრინველში ვირუსი შედარებით ნელა ვრცელდება ვიდრე საფრინველეში.

3. HPAI ვირუსით დაინფიცირებულმა ქათამმა თავდაპირველად შესაძლოა დადოს რბილ-ნაჭუჭიანი კვერცხი, მაგრამ მალევე შეწყვიტოს კვერცხის დება. დაინფიცირებული ფრინველი ხშირად ზის ან დგას ნახევრად კომატოზურ მდგომარეობაში და თავით ეხება მიწას. ბიბილო და საყურე არის ციანოზური, შეშუპებული და შესაძლოა აღენიშნებოდეს პეტექიური ან ეკხიმოზური ჰემორაგია სხეულის დაბოლოებებში. ხშირად მასიური ფაღარათის გამო ფრინველს აქვს წყურვილის მოჭარბებული შეგრძნება. შესაძლოა გართულდეს სუნთქვა და ადგილი ჰქონდეს მოჭარბებულ ცრემლდენას. სისხლჩაქცევები შესამჩნევია კანის ისეთ ნაწილებზე, რომლებიც არ არის დაფარული ბუმბულით. ფრინველთა გუნდის სიკვდილიანობის კოეფიციენტი მერყეობს 50%-დან 100%-მდე.

4. სხვა დანარჩენ ფრინველთან შედარებით ბროილერში HPAI-ის ნიშნები ნაკლებად არის გამოვლენილი და როგორც წესი მოიცავს მწვავე დეპრესიას, უმადობას და სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა შესაძლოა წარმოადგენდეს პირველ გამოვლენილ პათოლოგიას. აგრეთვე შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სახის, კისრის შესიებას და ისეთ ნევროლოგიურ ნიშნებს, როგორიცაა გამრუდებული კისერი და ატაქსია.

5. HPAI ინდაურში და სხვა ფრინველში გამოვლინდება ერთნაირი კლინიკური ნიშნებით, მაგრამ ზოგიერთი HPAI-ის გამომწვევი ვირუსი სხვებთან შედარებით უფრო ვირულენტურია ინდაურში.

6. HPAI-ის გამომწვევი ვირუსით დაინფიცირებულ ბატში დეპრესიის, უმადობის და დიარეის კლინიკური ნიშნები მსგავსია კვერცხმდებელ ფრინველში დაავადების კლინიკური ნიშნებისა, თუმცა ხშირად ვლინდება შეშუპებული სინუსებით. ახალგაზრდა ფრინველში შესაძლებელია გამოვლენილი იქნეს ნევროლოგიური ნიშნებიც.

7. იხვის HPAI-ის გამომწვევი ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში შესაძლოა არ გამოვლინდეს კლინიკური ნიშნები, თუმცა ზოგიერთი შტამით დაინფიცირებისას ვლინდება ისეთი კლინიკური ნიშნები, რომლებიც ბატებში იწვევს მაღალ სიკვდილიანობას.

8. კლინიკური ნიშნები აგრეთვე შესაძლოა არ გამოვლინდეს LPAI-ის და HPAI-ის გამომწვევი ვირუსით სირაქლემის დაინფიცირების დროს. იტალიაში 1999 და 2000 წლებში HPAI-ის აფეთქებისას ციცარი და იაპონური მწყერიც ამთვისებელნი აღმოჩნდნენ და გამოვლენილი დაავადების ნიშნები და სიკვდილიანობა მსგავსი იყო ქათამსა და ინდაურში გამოვლენილ ნიშნებისა და სიკვდილიანობისა. თუმცა, რიგი ექსპერიმენტული კვლევების შედეგად გამოვლენილი იქნა ციცარის რეზისტენტობა ზოგიერთი HPAI-ის გამომწვევი ვირუსის შტამების მიმართ. ყველა ფრინველთან დაკავშირებით, ვაქცინაციის ან ბუნებრივი დაინფიცირების შედეგად ანტისხეულების არსებობა ზოგიერთ H ქვეტიპებთან მიმართებაში შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ HPAI-ის გამომწვევი ვირუსით დაინფიცირებას არ მოჰყვეს აშკარა კლინიკური ნიშნების გამოვლენ