1. წინამდებარე სახელმძღვანელო დოკუმენტი შემუშავებულია ,,პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონის და სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო-აკრედიტაციის ცენტრის“ დებულების შესაბამისად.
2. წინამდებარე სახელმძღვანელო დოკუმენტი ადგენს აკრედიტებული პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის ორგანოების, ხარისხის სისტემების და პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების (შემდგომში – სერტიფიკაციის ორგანოები), ტესტირების (საგამოცდო), მათ შორის, ანალიზური, გამზომი ლაბორატორიების, დაკალიბრების, მეტროლოგიური დამოწმების ლაბორატორიების (შემდგომში – ლაბორატორიები) საქმიანობაზე საინსპექციო კონტროლის და ზედამხედველობის ჩატარების პროცედურებს.
3. წინამდებარე სახელმძღვანელო დოკუმენტის მოთხოვნები სავალდებულოა აკრედიტაციის სისტემაში მონაწილე ყველა იურიდიული და ფიზიკური პირისათვის