1. ლაბორატორია აღჭურვილ უნდა იქნეს მისი საქმიანობის სფეროს ფარგლებში საჭირო მოწყობილობებით და გამზომი საშუალებებით.
2. ყველა მოწყობილობის მომსახურება უნდა წარმოებდეს დადგენილი წესით და სათანადო მომსახურება უნდა იყოს დოკუმენტირებული.
3. მოწყობილობას უნდა გააჩნდეს ნიშანდება, გამზომ საშუალებებს მოქმედი დამღა, დამოწმების მოწმობა ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც დაფიქსირებული იქნება ატესტაციის, დამოწმების, დაკალიბრების შედეგები.
4. ლაბორატორიის პასპორტში შეტანილი მოწყობილობების და გამზომი საშუალებების თითოეულ ერთეულს უნდა გააჩნდეს სარეგისტრაციო ბარათი შემდეგი მონაცემებით:
ა) მოწყობილობის და გამზომ საშუალებათა დასახელება, მარკა და ტექნიკური მდგომარეობა;
ბ) დამამზადებელი საწარმო (ფირმა);
გ) საქარხნო და საინვენტარიზაციო ნომერი;
დ) ატესტაციის, დამოწმების, დაკალიბრების ან მოკვლევადობის შედეგები და შემდგომი პროცედურების თარიღი;
ე) მომსახურების და რემონტის მონაცემები.
5. მოწყობილობების და გამზომი საშუალებების დაკალიბრება აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება ექსპლუატაციაში შეყვანის წინ და შემდეგ, დადგენილი პროგრამის შესაბამისად.
6. მოწყობილობების და გამზომი საშუალებების დაკალიბრების საერთო პროგრამამ უნდა უზრუნველყოს ლაბორატორიის მიერ ჩატარებული გაზომვების მიკვლევადობა შესაბამისობისათვის ეროვნულ და საერთაშორისო სანიმუშო საშუალებებთან. თუ ამდაგვარი მიკვლევადობის განხორციელება შეუძლებელია, ლაბორატორიამ უნდა წარმოადგინოს გამოცდების სიზუსტის დამადასტურებელი დოკუმენტი, თავისი მონაწილეობით ლაბორატორიათაშორისი შედარებითი გამოცდების პროგრამაში.
7. ლაბორატორიაში არსებული სანიმუშო გაზომვის საშუალება უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მუშა მოწყობილობების გაზომვის საშუალებების დაკალიბრებისათვის.
8. სანიმუშო გაზომვის საშუალებების დაკალიბრებას ახორციელებს კომპეტენტური ორგანო, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს მისი შესაბამისობა ეროვნულ ან საერთაშორისო ეტალონებთან