საინსპექციო შემოწმებები იგეგმება სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის მმართველობის ორგანოებში, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით და ტარდება სამ წელიწადში ერთხელ, ამ ინსტრუქციით დადგენილი წესის შესაბამისად. ინსპექტირება ხორციელდება ბრიგადის ან შესაბამისი თანამდებობის პირის მიერ, სახელმწიფო ინსპექტორების სპეციალიზაციის გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში, ბრიგადის შემადგენლობაში შეიძლება ჩართულ იქნენ სახანძრო-ტექნიკური სასწავლებლების წარმომადგენლები.
“საქართველოში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” · რედაქცია 27.02.2008
მუხლი 53
თავი XI — სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ორგანიზაციასა და განხორციელებაზე კონტროლი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “საქართველოში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”, კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2008. გამოქვეყნება: სსმ, 122, 07/09/2006.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”, მუხლი 53, №1062, 05.09.2006, სარეგისტრაციო კოდი 140.160.000.22.034.009.194 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/66352/muxli-53/