1. ვეტერინარული რენტგენოლოგიური გამოკვლევების დროს პერსონალის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ყველა რენტგენოდიაგნოსტიკური კაბინეტი, რენტგენოლოგიური პროცედურების შესაბამისად, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით „ინდივიდიალური რადიაციული დაცვის საშუალებები – დანართ №1-ის შესაბამისად და  საჭიროების შემთხვევაში  გადასატანი  რადიაციული დაცვის საშუალებებით. ფიქსაციისთვის განკუთვნილი საშუალებები შესაძლებელია იყოს განსხვავებული სხვადასხვა ტიპის ცხოველის ზომისა და ტიპის მიხედვით.

2. თითოეულ ვეტერინარულ რენტგენოდიაგნოსტიკურ დანადგარს უნდა გააჩნდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ნაკრები (მათ შორის: ტყვიის შემცველი წინსაფრები, ხელთათმანები, საყელო, საჭიროების შემთხვევაში სათვალე).

3. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ტყვიის ეკვივალენტი უნდა იყოს არანაკლებ 0,25 მმ. თუ პერსონალის სამუშაო ადგილი იმყოფება 100 კვ-ზე მეტი ძაბვის მქონე დანადგარიდან 1 მეტრზე ნაკლები დაშორებით, მაშინ ინდივიდუალური დაცვის საშუალების ტყვიის ეკვივალენტი უნდა იყოს არანაკლებ 0,35 მმ. პროცედურის დროს გამოყენებად ხელთათმანებში ტყვიის ეკვივალენტი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0,5 მმ.

4. ვეტერინარული კლინიკა აღჭურვილი უნდა იყოს ცხოველის პოზიციონირებისა და ფიქსაციისთვის საჭირო დამხმარე საშუალებებით (მაგ: ქვიშის ტომრები, ბალიშები, თოკები, აუცილებლობის შემთხვევაში ანესთეზიური საშუალებები) ან საჭიროების შემთხვევაში ცხოველის ფიქსაცია უნდა მოახდინოს ცხოველის მეურვემ  ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებით.

5. ქვიშის ტომრები, რომლებიც შეფუთული უნდა იყოს  ქვიშისადმი გაუვალი მასალით და ადვილად გასაწმენდი ზედაპირით, ისინი შეიძლება, იყოს სხვადასხვა ფორმისა და ზომის, რათა შეზღუდონ ცხოველის მოძრაობა დასხივების დროს.

6. ფიქსატორები, საწოლები, სამაგრები (ჩვეულებრივ პლასტმასისგან დამზადებული) რომლებიც რეგულირდება სიგანეში ან სიმაღლეში, ისინი ძირითადად გამოიყენება ვეტერინარულ რენტგენოდიაგნოსტიკურ პროცედურებში ვენტროდორსალურ მდგომარეობაში (პროექცია).

7. მაგიდები და სხვადასხვა ზომისა და ფორმის ბალიშები (ჩვეულებრივ მზადდება პლასტმასისგან ან რეზინისგან) უნდა იქნეს გამოყენებული ცხოველების საჭირო პოზიციის დასაფიქსირებლად.

8. ცხოველთა მოძრაობის აღკვეთის მიზნით უნდა იქნეს გამოყენებული სხვა დამატებითი საშუალებები: ხის საყრდენები, ელასტიური ღვედები, პირის ღრუს სამაგრები, დამჭერები, და ა.შ.) ეს მოწყობილობები შეიძლება მიმაგრდეს მაგიდაზე, რომელზეც ცხოველია დაფიქსირებული. ასევე დიდი ზომის ცხოველები ხმაურმა რომ არ დააფრთხოს (კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს), უნდა გაუკეთდეს ყურის დამხშობი საშუალებ