1. პროცედურის დროს, პერსონალმა უნდა დაიცვას ხელები გამოსხივების პირდაპირი სხივისგან ტყვიისშემცველი ხელთათმანით.
2. პროცედურის დროს ოთახში უნდა დარჩეს მხოლოდ ის პერსონალი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს პროცედურაში და უზრუნველყოფილია ინდივიდუალური დოზიმეტრებით.
3. დაუშვებელია პორტატული რენტგენის გამოყენება რომლებსაც არ გააჩნია დიაფრაგმის რეგულირების ფუნქცია.
4. მობილური რენტგენის დიაგნოსტიკური დანადგარები უნდა იყოს დამონტაჟებული სადგამზე და პროცედურის დროს დაუშვებელია ვეტერინარი – ოპერატორის მიერ გამოსახულების მიმღების ხელით დაჭერა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეუძლებელია სადგამის დაყენება (მაგალითად, გამოკვლევის დროს ცხოველი რთულ მდგომარეობაშია. მისადგომ ადგილას, არ არის საკმარისი ადგილი სადგამის დასაყენებლად ან ძირი, რომელზეც სადგამია დამონტაჟებული, უკიდურესად არათანაბარი ან არასტაბილურია).
5. გამოსხივების გენერატორის კაბელი უნდა იყოს მინიმუმ 2 მ.
6. მობილური რ/დანადგარის ოპერატორებმა დანადგარის გამოყენებამდე, უნდა გაიარონ ტრენინგი, რომელსაც უზრუნველყოფს მწარმოებელი.
7. მობილური რ/დანადგარის ოპერატორს უნდა გააჩნდეს ინდივიდუალური დოზიმეტრი და მისი ტარება უნდა მოხდეს კისრის დონეზე (წინსაფარის გარეთ