1. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ვეტერინარი-ოპერატორი – სერტიფიცირებული პერსონალი, რომელიც ახორციელებს ვეტერინარის მიერ დანიშნულ რადიოლოგიურ პროცედურებს ცხოველებზე;

ბ) დამხმარე პირი – პირი, რომელიც ეხმარება ვეტერინარ-ოპერატორს ან ვეტერინარს  ვეტერინარული რადიოლოგიური პროცედურების დროს ცხოველის პოზიციონირებასა და ფიქსაციაში;

გ) ვეტერინარი (ქირურგი, ასისტენტი და სხვ.) ვეტერინარულ რადიოლოგიაში დიაგნოსტიკურ და თერაპიულ პროცედურებსა და ოპერაციებზე პასუხისმგებელი სერტიფიცირებული  პირი;

დ) ცხოველის მეურვე – ვეტერინარულ ობიექტზე ცხოველის თანხმლები პირი;

ე) ანესთეზია – გამოიყენება ოპერაციების ან მტკივნეული პროცედურების დროს მგრძნობელობის შესაწყვეტად;

ვ) დროებითი საკონტროლო ზონა – მობილური რენტგენის დანადგარით პროცედურების განხორციელებისათვის (მაგ., ფერმაში, ბეღელში ან სხვა) დროებით გამოყოფილი ტერიტორია, სადაც საჭიროა რადიაციული დაცვის  შესაბამისი ზომების გატარება.

2. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.

თავი II. რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნები დიაგნოსტიკურ  ვეტერინარულ რადიოლოგია