1. ვეტერინარიაში რადიაციული დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტი (შემდგომ – ტექნიკური რეგლამენტი) შემუშავებულია „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებისა და რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

2. ტექნიკური რეგლამენტის ამოცანაა პერსონალის, მოსახლეობის და ცხოველების (ასევე, მათი მეურვეების) დაცვა  ვეტერინარულ მედიცინაში და  ამ მიზნით, უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების დადგენა მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგა