საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი:
ა) უზრუნველყოფს ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში მოსახლეობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიწოდებისთვის მზადყოფნას, დროულ და ადეკვატურ რეაგირებას;
ბ) მონაწილეობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების მართვის ერთიან სისტემაში;
გ) უზრუნველყოფს ყველა სახელმწიფო და კერძო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჯგუფების კოორდინაციას;
დ) უზრუნველყოფს დაზარალებულებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებითა და ტრანსპორტირებით შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დასხივების შედეგად დაშავებულ პირთა აღრიცხვას;
ვ) უზრუნველყოფს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პერსონალის მომზადებასა და გადამზადებას ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დროს სამედიცინო მზადყოფნისა და რეაგირების სფეროებში;
ზ) ახორციელებს ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დროს სამინისტროსათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადაცემული ჰუმანიტარული ტვირთის განაწილების კოორდინაცია