საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო:
ა) ახორციელებს ამ ტექნიკური რეგლამენტით რეგულირებულ სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებაზე კონტროლს;
ბ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დროს ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაციას;
გ) საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და საზღვარგარეთის ქვეყნებიდან დახმარების მოთხოვნისა და მიღებისათვის აუცილებელ ღონისძიებებ