ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნები და ამოცანებია:
ა) კონტროლის აღდგენა ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე და შედეგების მიტიგაცია;
ბ) ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა;
გ) მძიმე დეტერმინირებული ეფექტების თავიდან აცილება ან მინიმიზაცია;
დ) პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, ინტენსიური თერაპია და სხივური დაზიანებების მკურნალობა;
ე) სტოქასტური ეფექტების რისკის შემცირება;
ვ) მოსახლეობის მუდმივი ინფორმირება და საზოგადოების ნდობის მოპოვება;
ზ) არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით, არარადიოლოგიური შედეგების მიტიგაცია;
თ) არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით, ქონებისა და გარემოს დაცვა;
ი) არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით, ნორმალური სოციალური და ეკონომიკური საქმიანობის აღსადგენად მომზადებ