1. სამინისტროს მოსამსახურეები მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს და სარგებლობენ განსაზღვრული უფლებებით.
2. სამინისტროს მოსამსახურეს ეკრძალება გაფიცვა და შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა.
3. სამინისტროს მოსამსახურეს ეკრძალება პოლიტიკური გაერთიანების წევრობა.
4. სპეციალური და სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეს, ასევე საჯარო მოხელეს უფლება არა აქვს, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე სხვა სახაზინო დაწესებულებაში ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, ეკავოს რაიმე თანამდებობა უცხო ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში.
5. სამინისტროს მოსამსახურეს (გარდა სპეციალური და სამხედრო წოდების მქონე პირებისა) შეუძლია შეთავსებით სხვა თანამდებობის დაკავება და ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება მხოლოდ იმავე დაწესებულების სისტემაში.
6. სამინისტროს მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
7. სამინისტროს მოსამსახურეთა შორის ურთიერთობები ემყარება განსაზღვრულ იერარქიულ წესრიგს, დისციპლინას, სუბორდინაციას, ურთიერთპატივისცემას, ურთიერთდახმარებას, სოლიდარობას, ტოლერანტობას, ნდობასა და ღირსებას.
8. პოლიციელს, სამხედრო მოსამსახურეს, საჯარო მოხელესა და სამოქალაქო პირს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უფლება აქვთ შეინახონ, ატარონ ან/და გამოიყენონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი და სპეციალური საშუალებები, აგრეთვე დამატებითი სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი. ცივი იარაღის შენახვის, ტარებისა ან/და გამოყენების უფლება აქვს სამინისტროს იმ მოსამსახურეს, რომელსაც იმავდროულად გააჩნია სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლება.
9. სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევებზე რეაგირება ხორციელდება მინისტრის მიერ დამტკიცებული დისციპლინური წესდების მიხედვით