1. საშტატო განრიგი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სსიპ-ების საშტატო ერთეულთა ნუსხას.

2. საშტატო ერთეული წარმოადგენს სამინისტროს მოსამსახურის (გარდა შტატგარეშე მოსამსახურეებისა) შესაბამის საშტატო თანამდებობას.

3.   საშტატო განრიგში მიეთითება თითოეული საშტატო ერთეულის შესაბამისი ზღვრული სპეციალური ან/და სამხედრო წოდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საშტატო ერთეული ასევე ითვალისწინებს წოდების არმქონე პირის დანიშვნას, დამატებით მიეთითება - საჯარო მოხელე, სამოქალაქო პირი.

4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო განრიგს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში - მინისტრი), ხოლო სსიპ-ების საშტატო განრიგს მინისტრთან შეთანხმებით – სსიპ-ის ხელმძღვანელი.

5. სამინისტროს მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება საშტატო განრიგით განსაზღვრული საშტატო ერთეულების მიხედვით, რომელსაც შესაბამის კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით, სამსახურებრივი რეგლამენტის/ინსტრუქციის სახით ამტკიცებს:

ა) სამინისტროს მოსამსახურეებისათვის (გარდა სსიპ-ის მოსამსახურის და სამინისტროს შტატგარეშე მოსამსახურისა) - მინისტრი;

ბ) სსიპ-ის მოსამსახურეებისათვის (გარდა სსიპ-ის შტატგარეშე მოსამსახურისა) - სსიპ-ის ხელმძღვანელი.

6. სამსახურებრივი ინსტრუქციის/რეგლამენტის საფუძველზე სამინისტროს მოსამსახურეებს კონკრეტულ/პერსონალურ ფუნქცია-მოვალეობებს სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში განუსაზღვრავს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს  ან სსიპ-ის ხელმძღვანელ