ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სამინისტროს მოსამსახურე – პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე;

ბ) სსიპ-ის მოსამსახურე – სსიპ–ის პოლიციელი, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე;

გ) პოლიციელი – საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში ან სსიპ-ში, მინიჭებული აქვს შესაბამისი სპეციალური წოდება და დადებული აქვს პოლიციელის ფიცი;

დ) სამხედრო მოსამსახურე – საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, მინიჭებული აქვს შესაბამისი სამხედრო წოდება და დადებული აქვს სამხედრო ფიცი;

ე) საჯარო მოხელე – სამინისტროში დასაქმებული წოდების არმქონე საჯარო მოხელე;

ვ) სამოქალაქო პირი – სსიპ-ში დასაქმებული წოდების არმქონე პირი, რომელიც ინიშნება შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, გარდა დამხმარე მოსამსახურისა;

ზ) შტატგარეშე მოსამსახურე – პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით მიიღება გარკვეული ვადით სამინისტროში ან სსიპ-ში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად;

თ) დამხმარე მოსამსახურე – ტექნიკური მუშაკი, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით ან/და დანიშვნით მიიღება სამინისტროს ან სსიპ-ის საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ დამხმარე მოსამსახურის თანამდებობაზ