ა) პატენტმფლობელი არ აღმოჩნდა გამომგონებელი, არც მისი უფლებამონაცვლე და მას არ ჰქონდა პატენტის მიღების სხვაგვარი უფლება;

ბ) პატენტის საგანი არ არის პატენტუნარიანი;

გ) პატენტის საგანი განეკუთვნება ისეთ გამოგონებებს, რომლებზეც თანახმად ამ კანონისა, პატენტი არ გაიცემა.

დ) პატენტი არ აღწერს გამოგონებას ისეთი სისრულით, რომ შესაძლებელი იყოს მისი განხორციელება;

ე) პატენტის საგანი სცილდება იმ განაცხადის შინაარსის ფარგლებს, რომლის მიხედვითაც დადგინდა პრიორიტეტ